მითი სახის წმენდის შესახებ, რომლისაც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ გჯერათ.

ყოველდღიურად უამრავ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ, რათა სახლიდან გასულებმა  თავდაჯერებულად, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე გადავაბიჯოთ ზღურბლს.

სწორედ ამიტომ ძალიან რთულია ადამიანებისთვის გადადგან ნაბიჯი და ესთეტიკურ კლინიკაში, სრულიად უცხო ადამიანებს ანდონ საკუთარი სხეულის ის ნაწილი, რომელიც ყოველთვის ყველაზე შიშველი და დაუცველია.

ჩვენ, ნუაჟში, ხშირად ვამბობთ, რომ „შედეგი გარანტირებულია“, რაშიც ყოველთვის ღრმად ვართ დარწმუნებული.

სახის წმენდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა, მით უფრო მაშინ, როდესაც ადამიანების 80%-ზე მეტს ამ მიდამოში პრობლემური კანი აქვს.

დღეს მოგიყვებით Hydraficial-ის აპარატზე, რომელიც სახის SPA წმენდისთვისაა განკუთვნილი.

პროცედურა ერთ საათს გრძელდება, ხანგრძლივობა სასიამოვნოა. აპარატი არა მარტო წმენდს სახის კანს, არამედ გეხმარებათ მოდუნებაში, რადგან პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.  

Hydraficial-ით სახის წმენდა სამი ეტაპისგან შედგება, რომლის დროსაც გამოიყენება 3 სხვადასხვა (ერთჯერადი) თავაკი და შესაბამისად განსხვავებული შრატები. პროცედურის ყოველ ეტაპზე, აპარატი კანთან მიმართებაში ქმნის ვაკუუმს, რაც უზრუნველყოფს იდეალურ შედეგს.

აღსანიშნავია, რომ ყოველი თავაკი, პარალელურად, გიკეთებთ მასაჟს და სწორედ ამიტომ პროცედურის შემდეგ თავს განსაკუთრებულად იგრძნობთ (დიახ, არ ვხუმრობთ).

პირველ, ექსფოლიაციის ეტაპზე გამოიყენება ხსნარი, რომელიც წმენდს, ატენიანებს და ამზადებს კანს უფრო ღრმა გასუფთავებისა და მინერალების უკეთ ათვისებისთვის.

მეორე, ექსტრაქციის ეტაპზე გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული შრატი, რომელიც ებრძვის აკნეს და იდეალურია ცხიმიანი კანისთვის.

მესამე, ანტიოქსიდანტურ და ჰიდრაციის ეტაპზე გამოიყენება შრატი, რომელსაც აქვს უნილაკური ფორმულა - გამდიდრებულია ანტიოქსიდანტების ექსკლუზიური კომპლექსით, რომელიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და ინტენსიურად ატენიანებს.

პროცედურის დასრულებისთვის, Soskin-ის სიწითლის საწინააღმდეგო ან დამატენიანებელი ნიღაბი და LED თერაპია გვეხმარება, რომელიც შედგება  დიოდური ნათურებისგან. ისინი გამოიმუშავებენ შუქის სხვადასხვა სიგრძის ტალღებს. შუქი აღწევს უჯრედებამდე და მოქმედებს ტალღის სიგრძის (ფერის) მიხედვით. თერაპიის შედეგი შეიძლება იყოს: დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, აღმდგენი, მასტიმულირებელი, გამაახალგაზრდავებელი და ა.შ

ცნობილია, რომ ბიონსე, ქეით ვინსლეტი და ევა მენდესი, სწორედ Hydraficial-ის  აპარატით სარგებლობენ წითელ ხალიჩაზე გასვლამდე, რადგან ეს პროცედურა არ ტოვებს სიწითლეს და არ აღიზიანებს კანს. სწორედ ამიტომ, თამამად ვამბობთ, რომ ეს კონკრეტული პროცედურა ამსხვრევს მითს სახის კანის წმენდის  შემდგომი რებილიტაციის შესახებ.

თუ ჯერ კიდევ ჩვენი კლინიკის ზღურბლთან დგახართ და ვერ გადაგიწყვეტიათ,  როგორ დაიცვათ სახის კანი, გეტყვით, რომ “ჩვენთან შედეგი გარანტირებულია”!

მითი სახის წმენდის შესახებ, რომლისაც,  სავარაუდოდ, ჯერ კიდევ გჯერათ.