ზაფხულის მოკლე სეზონის განმავლობაში, ჩვენ ვახერხებთ ყველაზე დიდი ზიანი მივაყენოთ კანს.

ზაფხულის მოკლე სეზონის განმავლობაში ჩვენ ვახერხებთ ყველაზე დიდი ზიანი მივაყენოთ კანს. სამი განსაკუთრებით სასიამოვნო ზაფხულის აქტივობები მზე, ზღვა და აუზი სამწუხაროდ კანისთვის საზიანოა.

ვინაიდან ზაფხულის სიამოვნებას ვერავინ თმობს აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ვუშველოთ ჩვენს გამომშრალ, უსიცოცხლო და არაერთგვაროვან კანს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია გავაანალიზოთ ჩვენი კანის ცვლილება სეზონების მიხედვით, მაგალითად საფხულში თქვენი ცხიმიანი კანი, შემოდგომაზე შეიძლება გადაიქცეს ნორმალური ტიპის კანად, ან ზაფხულში ნორმალური ტიპის კანი შემოდგომაზე გახდეს სიმშრალისკენ მიდრეკილი.

ამ ცვლილებაზე დაკვირვებით აუცილებლად უნდა შევცვალოთ ჩვენი დღის რუტინა და შესაბამისად ჩავიტაროთ ისეთი პროცედურები, რომელსაც ახასიათებს კანის ტენიანობის ბალანსის აღდგენა.

ამ სეზონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოვლის პროცედურები, როდესაც კლინიკის სივრცეში ხდება კანის ღრმა შრეების დატენიანება. ასეთი პროცედურების დროს შრატები, პეპტიდები, ჰიალურონის მჟავა და კოლაგენი უფრო ღრმად აღწევს კანის შრეებში ვიდრე სახლის პირობებში დატენიანებისას. ამ გზით ხდება უჯრედების გაცოცხლება და გამდიდრება, ტენიანობის ბალანსის აღდგენა.

პილინგი შემოდგომის სეზონის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა. ზაფხულის განამავლობაში დაგროვილი მკვდარი უჯრედები, რომლის აკუმულაციასაც რუჯი და მზე ახდენს უნდა მოვიცილოთ. სახლის პირობებში კანის დატენიანების და მოვლის დროს ასეთი უჯრედები ხელს უშლის პროდუქტს მიაღწიოს კანის ჯანსაღ ნაწილამდე შესაბამისად ეფექტურობის ხარისხი მნიშვნელოვნად ეცემა.

ანუ, მოიშორეთ მკვდარი უჯრედები კანის ზედაპირიდან, რომ ყოველდღიურ რუტინას ჰქონდეს შედეგი და არ წავიდეს კანის კდიევ უფრო გამოშრობისა და გაუწყლოვანების პროცესი. მკვდარი უჯრედები ასევე ახშობს ფორებს, რაც იწვევს შავი წერტილებისა და გამონაყარის გაჩენას.

*ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, სასურველია დალიოთ წყალი და დააბალანსოთ კვება.

ზაფხულის მოკლე სეზონის განმავლობაში, ჩვენ ვახერხებთ ყველაზე დიდი ზიანი მივაყენოთ კანს.