კანის ფრაქციული გაახალგაზრდავება

ასაკის მატებასთან ერთად კანი ცვლილებებს განიცდის, თავს იჩენს პიგმენტაცია, დაბერების ნიშნები, ნაოჭები, ყალიბდება კანის არაერთგვაროვანი სტრუქტურა და ა.შ. ძალიან მარტივია ამ პრობლემებთან გამკლავება, როდესაც იცი რომელი პროცედურა დაგეხმარება. Nordlys Frax 1550 ის ინსტრუმენტია, რომელიც არა მარტო მკურნალოს ზემოთ ჩამოთვლილ ცვლილებებს, არამედ პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი არ შეგიშლით ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

1550 - ლაზერული ფრაქციული ზემოქმედების დროს კანში სხივთან კონტაქტის ადგილას ქსოვილი იღებს მიკროდაზიანებას კოაგულაციის (მოწვის) სახით. სწორედ ამის შედეგად, კანის მთელ ზედაპირზე აქტიურდება ბუნებრივი რეგენერაციის პროცესები: ეპიდერმისის დაზიანებული კოაგულაციური სვეტების გარშემო უჯრედებში უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. საბოლოო ჯამში, ზუსტად ამ პროცესებს უკავშირდება ლიფტინგის ეფექტი და კანის ზოგადი გაახალგაზრდავება.

 

პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 30 წუთია, შესაბამისად მარტივად მოარგებთ თქვენს გადატვირთულ გრაფიკს. რა თქმა უნდა, ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტული ზონის ფართობზეც.

 

პროცედურის დროს იგრძნობთ მსუბუქ წვას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარეაბილიტაციო პერიოდი არ არის მწვავე, რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელია გამოვლინდეს დამუშავებულ კანზე სიწითლე, რომელიც სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. უმჯობესია რამდენიმე დღე იხმაროთ მზისგან მაცავი საშუალება და კარგად დაიტენიანოთ კანი.

 

რაც შეეხება პროცედურის სიხშირეს, საუკეთესო შედეგისთვის დაგჭირდებათ 3-4 პროცედურა 1 თვის შუალეით.

 

შედეგად, წარმოიქმნება კოლაგენის ახალი კარკასი, უმჯობესდება კანის ზოგადი მდგომარეობა, ვიწროვდება ფორები, მცირდება ნაოჭების სიღრმე და პიგმენტაციის ინტენსივობა.

კანის ფრაქციული გაახალგაზრდავება