რატომ არის მნიშვნელოვანი სხეულის მოვლა

საკუთარ თავთან, სასურველი ჰარმონიის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ტანის ისეთივე მოვლა, როგორც სახის კანის. ყველა ადამიანისთვის აუცილებელია სხეული ჯანსაღ და საუკეთესო მდგომარეობაში გვქონდეს, ხოლო ამის შემდეგ, კი ვიზრუნოთ სასურველი დამატებითი პროცედურების ჩატარებაზე. პირველ რიგში, თქვენს კანს სჭირდება ექსსფოლიაცია განთავისუფლება, კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედებისა და დაბინძურების კვალის სრულად მოსაშორებლად. აღნიშნული ეტაპი ასევე მნიშვნელოვანია კანის დატენიანებისთვის მოსამზადებლად, რადგან აკუმულირებული ჭუჭყი ხელს უშლის მოვლის საშუალებებს შეაღწიონ ღრმად კანის სტრუქტურაში. სხეულის მოვლასთან ერთად უთუოდ საჭიროა სხვადასხვა პროცედურების ჩატარება, იქნება ეს დრენაჟი, სარელაქსაციო, გასახდომი თუ ანტიცელულიტური მასაჟი და სხვა.

 

კლინიკა ნუაჟი გთავაზობთ ტანის მოვლის საშუალებების ახალ ბრენდს. ფრანგული ბრენდი Thala Spa 2002 წლიდან ბრეტანში, ქალაქ ალერში იწარმოება. ბრენდი ცნობილია 100% ნატურალური პროდუქციით, რომელშიც შედის მინერალები, მიკროელემენტები, ზღვის თიხა, წყალმცენარეები და მრავალი სხვა. ნედლეული მოიპოვება  საზედამხედველო ზონებიდან და აქვს მინიჭებული ISO სერტიფიკატები. პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს, კონსერვანტების რაოდენობა დაყვანილია მინიმუმამდე. სილიკონის ნაცვლად გამოიყენება მცენარეული ზეთები.

 

კლინიკა ნუაჟში შესაძლებელია, ჩაიტაროთ პროცედურები Thala Spa-ს პროდუქციით.

 

Thala Spa-ს ფართო ასორტიმენტში შედის:

 

  • სკრაბები
  • სამასაჟე საშუალებები
  • ტანის შეფუთვის პროცედურები
  • კონტურინგის და ანტიცელულიტურის საშუალებები
  • გადაღლილი ფეხის სამკურნალო საშუალებები
  • ტანის დამატენიანებლები საშუალებები

 

 

 

 

 

რატომ არის მნიშვნელოვანი სხეულის მოვლა