თქვენი ადგილი ესთეტიკურ მედიცინაში

სად არის ესთეტიკურ მედიცინაში იმ ადამიანების ადგილი, ვინც კატეგორიულ უარს უცხადებს ინექციურ მეთოდებს? ჩვენ ასეთ ადამიანებს ვთავაზობთ არაინექციურ მეზოთერაპიას.

კლასიკური მეზოთერაპია არის ინექციური მეთოდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას კანში ინექციების გზით შევიყვანოთ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.

ყველამ ვიცით, რომ ელასტიურობის შესანარჩუნებლად ჩვენს კანს სჭირდება აუცილებელი ნივთიერებები და სწორედ კლასიკური ინექციური მეზოთერაპია ასრულებს ამ ფუნქციას და ახორციელებს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირებას კანის ღრმა ფენებში.

თანამედროვე მედიცინა საბედნიეროდ გვთავაზობს არაინექციურ მეზოთერაპიას, რომელიც ხელს უწყობს აქტიური ნივთიერებების კანში შეღწევას არაინვაზიური გზით. არსებობს არაინექციური მეზოთერაპიის სხვადასხვა სახეობა:

კრიოლიფტინგი, ანუ კრიომეზოთერაპია, რომლის დროსაც -18 გრადუსამდე იყინება კანი, გამოიყენება ელექტროტალღები და აქტიური მეზოგელები. პროცედურა გამოირჩევა გამოხატული ლიფტინგის ეფექტით.

მეზოპერფექტი, ანუ ელექტროპორაცია, რომელის დროსაც ნემსის როლს ითავსებს ელექტროენერგია.

რა უპირატესობები აქვს არაინექციურ მეზოთერაპიას?

• არაინვაზიური მეთოდია (კანის მთლიანობა არ ირღვევა);

• უმტკივნეულო მეთოდია;

• პროცედურის შემდგომი ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი ან საერთოდ მისი არარსებობა;

• არ გააჩნია სერიოზული გვერდითი ეფექტები და გართულებები;

• არ აზიანებს კანს და არ იწვევს შეშუპებებს;

• სახეზე ადგილობრივი სიწითლე სწრაფად ქრება;

• თითქმის არ გააჩნია უკუჩვენებები.

აპარატული მეზოთერაპიაში მნიშვნელოვან ადგილი უკავია მეზოკოქტელის შემადგენლობა. რა შედის ასეთი მეზოქტეილების შემადგენლობაში? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრობლემები უნდა გადაწყდეს. ყველაზე ხშირად მეზოკოქტეილი შედგება შემდეგი აქტიური ნივთიერებებისგან:

  • ჰიალურონის მჟავა;
  • ჟანგბადი
  • ჰიდროლიზებული კოლაგენი და ელასტინი;
  • ვიტამინები და მიკროელემენტები;
  • ამინომჟავები;
  • სამკურნალო მცენარეები და სხვა

არაინექციური მეზოთერაპია დაყოფილია რამდენიმე ეტაპად:

  • პირველი ეტაპია კანი მომზადება პროცედურისთვის. კანი იწმინდება და საჭიროების შემთხვევაში ტარდება პილინგი მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.
  • შემდეგ კანის პრობლემურ ფართობზე დაიტანება მომზადებული მეზოკოქტეილი;
  • 15-30 წუთის განმავლობაში სახე მუშავდება არაინექციური მეზოთერაპიის აპარატით, რომელიც ხელს უწყობს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ღრმა შეღწევას უჯრედებსა და ქსოვილებში;
  • პრეპარატის ნარჩენების მოცილება და კოსმეტიკური სასუალებების კანზე დატანა.

რა ეფექტებს ვიღებთ არაინექციური მეზოთერაპიით?

• სახის ფერის გაუმჯობესება და მისი ზედაპირის დაგლუვება;

• კანის სიმკვრივის, ტონუსის და ტექსტურის გაუმჯობესება;

• კანის დატენიანება და გამოშრობასთან დაკავშირებული ნაოჭების შემცირება;

• ლიფტინგური, დამჭიმავი ეფექტი;

• სახის და თვალის ირგვლივ შეშუპებების მნიშვნელოვანი შემცირება;

• კანის აღდგენა სხვა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ.

რაინექციური მეზოთერაპია ხორციელდება კურსის სახით, რომელიც შეიძლება იყოს: ინტენსიური და შემანარჩუნებელი. კურსი შეირჩევა ინდივიდუალურად.

ინტენსიურ კურს შეადგენს 5-15 პროცედურას 5-7-დღიანი ინტერვალით. ინტენსიური კურსის შემდგომ რეკომენდებულია შემანარჩუნებელი, თვეში 1 პროცედურა.

თქვენი ადგილი ესთეტიკურ მედიცინაში