რას ნიშნავს SPF და რატომ ვიცავთ კანს მზის გამოსხივებისგან

ზაფხულის დადგომასთან ერთად SPF საცხის მოხმარება სულ უფრო აქტუალური ხდება. თბილი ამინდი და ოქროსფერი რუჯი თითქმის ყველას განსაკუთრებულ განწყობას უქმნის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კანის დაცვა UV გამოსხივებისგან ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ დაუცველად მზის სხივების მიღება კიბოს გაჩენის რისკის მატარებელია, ასევე გამოსხივება კოლაგენის დეგრადაციას უწყობს ხელს, რაც იწვევს კანზე არასასურველი ნაოჭების წარმოქმნას. გარდა ამისა, UV გამოსხივება აპროვოცირებს მელანინის ჭარბ გამოყოფას, რაც აჩენს კანზე პიგმენტურ და ასაკობრივ ლაქებს.

 

რა ტიპის UV სხივები არსებობს?

მზის აბაზანების დროს ჩვენს კანს ორი ტიპის UV გამოსხივება ემუქრება. UVA ტალღები მთელი წლის განმავლობაში აღწევს ღრმად კანის სტრუქტურაში და იწვევს კანის დაბერებას. სწორედ ეს სხივია განსაკუთრებით საშიში ჰიპერპიგმენტაციისათვის. მოკლე UVB სხივები განსაკუთრებით საშიშია ზაფხულის სეზონზე, რადგან იწვევს კანის დამწვრობასა და სავარაუდო კანის კიბოს.

 

რას ნიშნავს SPF?

SPF – Sun Protection Factor მზისგან დამცავი ფაქტორია და განსაზღვრავს რამდენად იცავს კანს საცხი მზის UVB გამოსხივებისგან. ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე, მზესა და ღრუბელში აუცილებელია SPF-ით კანის დაცვა. SPF ნომერი გვეუბნება თუ რამდენად უფრო გვიან მიაღწევს UV რადიაცია კანის შრეებამდე, ანუ, თუ იყენებთ SPF 30 საცხს, ნიშნავს, რომ 30-ჯერ უფრო დიდი დრო დასჭირდება UV გამოსხივებას კანის დასაწვავად.

 

როგორია საუკეთესო სტრატეგია კანის მზისგან დასაცავად?

იმის მიუხედავად, რომ SPF მნიშვნელოვნად იცავს კანს დაზიანებისგან, აუცილებელია UV დამცავი სათვალეების ხმარება, რათა დავიცვათ თვალები და შუადღის საათებში ჩრდილში ყოფნა.

 

 

რას ნიშნავს SPF და რატომ ვიცავთ კანს მზის გამოსხივებისგან