სტრიები გაქვთ?

სტრიები კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ან იასამნისფერი ხაზებია და ის დაზიანებულ ქსოვილს წარმოადგენს.

 

სტრიას იწვევს ორსულობა, წონის სწრაფი მატება და ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება. გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს. ეს მის შიგნითა შრეებში ნახეთქებს აჩენს, რომლებიც შემდეგ შემაერთებელი ქსოვილით ივსება. ჩვეულებრივ, სტრიები ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე. თუ წონის მკვეთრი ცვლილების შედეგად წარმოიშვა, უმეტესად ვერტიკალურია, ხოლო თუ ჰორმონული პრობლემებით არის გამოწვეული ჰორიზონტალური.

 

ახალგაჩენილ სტრიებს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს ასეთ ფერს ნახეთქებში განვითარებულ შემაერთებელ ქსოვილში გამავალი სისხლძარღვები აძლევს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ცარიელდება და სტრიები თეთრდება, ნაწიბურებს ემსგავსება. ნაწიბურის ქსოვილზე პიგმენტი არ არის, ამიტომ სტრიები გარუჯვის შემდეგაც თეთრი რჩება და გარუჯულ კანზე უფრო მეტად შესამჩნევია.

 

სტრიების გაჩენის თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით თუ გაქვთ გენეტიკური მიდრეკილება, თუმცა პრევენციის ოქროს წესი დატენიანებაა. სპეციალური ანტისტრია კრემი დაგეხმარებათ ახალი სტრიების წარმოქმნის პრევეცნიაში, განსაკუთრებით ორსულობის დროს, როდესაც კანის გადაჭიმვის პროცესი ნამდვილად მოსალოდნელია.

 

სტრიების მკურნალობა საკმაოდ სპეციფიკურია და დამოკიდებულია სტრიის ხანდაზმულობასა და გავრცელების ფართობზე. რეალურად სტრიის საერთოდ გაქრობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ესთეტიკური შედეგის მიღწევა, მათი გაუფერულება, დაპატარავება, რაც იმას ნიშნავს რომ ვიზუალურად ნახეთქი ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

 

ესთეტიკური მედიცინა სხვადასხვა კომპლექსურ მიდგომას გთავაზიბთ სტრიებთან საბრძოლველად, რომელიც მოცავს, როგორც პილინგებს, ასევე ლაზეროთერაპიასა და კარბოქსითერაპიას.

 

პილინგი ზედაპირიდან აშორებს მკვდარ უჯრედებს, რაც ხელს უწყობს უჯრედების განახლების პროცესს, ახალი კოლაგენის კარკასის წამროქმნას, ელასტინის გამომუშავებას. შედეგად კანი გლუვრება, სტრია მცირდება და კარგავს ფერს.

 


კარბოქსითერაპიის დროს ნახშირორჟანგი ინექციური გზით შეგვყავს პრობლემურ ზონაზე კანის ფენებში. ნახშიროჟანგის შეყვანას ორგანიზმი აღიქვამს, როგორც ჟანგბადის ნაკლებობას. ეს იწვევს ქსოვილების მიერ ჟანგბადის გამომუშავების პროცესის გააქტიურებას, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, ელასტინისა და კოლაგენის სინთეზს. სტრია რომელიც თქვენს კანზე ჩანს დაზიანებულ და დარღვეულ ქსოვილს წარმოადგენს. კარბოქსითერაპიის დროს კი ახალი კოლაგენი წარმოიქმნება, რაც ასქელებს კანს და აფერმკრთალებს სტრიებს.

 

ყველაზე ეფექტური მეთოდი სტრიებთან ბრძოლაში ლაზეროთერაპიაა. ფრაქციული, არააბლაციური ლაზერის გამოყენებით შესაძლებელია კანზე მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ Candela-ს დანადგარს Nordlys System, რომელიც სხვა აპარატებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. აღნიშნული დანადგარით ვმოქმედებთ კანის შიდა შრეებზე, რაც გამორიცხავს ზედაპირის დამწვრობას. პროცედურა ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს, რაც სტრიებს უკარგავს ფერს, ამცირებს ზომაში და შეუმჩნეველს ხდის.

სტრიები გაქვთ?