ტატისტიკის მიხედვით, ადამიანები სხეულის კანს უფრო ნაკლებად უვლიან, ვიდრე სახის კანს. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ სხეული დაფარულია ტანსაცმლით, რომელიც არა მხოლოდ ნიღბავს სხეულს, არამედ დამცავ ფუნქციასაც ასრულებს. ამის მიუხედავად, სხეულის მოვლა აუცილებელია კანის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად.
სხეულის მოვლა იყოფა ორ ნაწილად
სხეულის ძირითადი კანის მოვლა მოიცავს გაწმენდას, განახლებას (აქერცვლა), დატენიანებას და დაცვას. სპეციფიურ მოვლას შეუძლია დასახოს სხვადასხვა მიზნები: მოდელირება (მოცულობის შემცირება), ანტიცელულიტური მოქმედება, გამკვრივება (კანის ლიფტინგი), გაახალგაზრდავება (ინტენსიური დატენიანება, კანის ხარისხის გაუმჯობესება, მისი ელასტიურობის გაზრდა), დრენაჟი (შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნა), სტრიების კორექცია და ა.შ.
კლინიკა ნუაჟში ეფექტური და სასიამოვნო ტანის მოვლა გრზელდება 1- 1,5 საათი.
* პირველ რიგში, თქვენი სხეული მუშავდება ტანის სქრაბით (ექსფოლიაცია);
* შემდეგ თქვენ იღებთ შხაპს;
* შხაპის შემდეგ ხორციელდება შეფუთვა სხეულის ნიღბის გამოყენებით (ალგინატები, ტალახი, მინერალებით გაჯერებული ნიღბები და ა.შ.);
* ნიღბის შემდეგ სხეულის მოვლა გრძელდება სამასაჟე რიტუალით, რომლის დროსაც გამოიყენება თქვენთვის კონკრეტულად შერჩეული პროდუქცია (სამასაჟე ზეთი, კრემი ან ბალზამი).
* დასასრული ეტაპის დროს სხეული მუშვდება კონკრეტული პრობლემისთვის განკუთვნილი პროდუქტით (გასახდომი, ანტიცელულიტური, გამამკვრივებელი, სადრენაჟე და სხვა).
ტანის მოვლის შემდეგ თანაბრად მნიშვნელოვანია სახლის პირობებში სხეულის შემანარჩუნებელი მოვლა.