Nordlys by Candela-ს დანადგარის Frax 1550 ლაზერით ტარდება სახის არააბლაციური გაახალგაზრდავება კანის ზედა ფენების ტრანვმირებისა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის გარეშე. ე.წ. „ლაზერული შლიფოვკის“ დროს ლაზერის სხივი შთანთქავს სითხეს. არააბლაციური ლაზერული გაახალგაზრდავება არ აზიანებს კანის ზედაპირს და ლაზერული ტალღების ინტენსიური ზემოქმედება ხდება კანის ღრმა ფენებში, სადაც აღინიშნება სითხის მაქსიმალური რაოდენობა და მაღალი ტენიანობა (70-75%).
ფრაქციული ლაზერის სხივი დაყოფილია ფრაქციებად მიკრო ბადის პრინციპით, რაც ამცირებს კანის ზედაპირის დაზიანების რისკს. ფრაქციულ სხივთან კონტაქტის ადგილებში კანის ქსოვილი იღებს მიკროდაზიანებებს, რის საპასუხოდაც კანის მთელ ზედაპირზე აქტიურდება ბუნებრივი რეგენერაციული პროცესები, ამას უკავშირდება ლიფტინგის ეფექტი და კანის ზოგადი გაახალგაზრდავება.
ფრაქციული არააბლაციური გაახალგაზრდავება ამცირებს პიგმენტურ ლაქებს, ავიწროვებს ფორებს, აგლუვებს კანის ზედაპირს, ამცირებს სხვადასხვა სიღრმის ნაოჭებს, ასევე მკურნალობს პოსტაკნეს, ნაწიბურებს, სტრიებს და სხვა.