იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე ხშირად ესთეტიკურ მედიცინას სწორედ სახის კანის გაახალგაზრდავებისთვის მიმართავენ, ჩვენ მოგიყვებით 5 საუკეთესო ხერხზე ძლიერი ლიფტინგის ეფექტისთვის.
- ბიორევიტალიზაცია - პროცედურის დროს ხდება კანის ღრმა შრეების ჰიალურონის მჟავით გაჯერება. ბიორევიტალიზაცია საუკეთესო გამოსავალია თუ თქვენ გაქვთ: მოდუნებული და გამომშრალი კანი, შემცირებული კანის ელასტიურობა, კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომები, გამოწვეული თამბაქოს, სტრესის, მზის სხივების და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით, სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, პიგმენტაცია.
მეთოდი აუმჯობესებს კანის ფერს, მის რელიეფს, ალაგებს ნაოჭებს, ამცირებს პიგმენტაციის ინტენსივობას. ბიორევიტალიზაცია შეიძლება ჩატარდეს სახის, ყელისა და დეკოლტეს ასევე ხელისა და იდაყვის მიდამოებში.
- მეზოთერაპია - მეზოთერაპია სამკურნალო პროცედურაა, რომლის დანიშნულება კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, დატენიანება, აღდგენა და გაახალგაზრდავებაა.ძლიერ დამატენიანებელი ფორმულა მომენტალურად აცოცხლებს ნებისმიერი ტიპის კანს.
ამინომჟავები ასტიმულირებს კოლაგენის კარკასის აღდგენას, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი და ლამაზი კანისთვის. აღნიშნული პროცედურა უნივერსალურია, როგორც ანტი ასაკობრივი ეფექტის მისაღებად, ასევე კანის ტენიანობის ბალანსის აღსადგენად, პიგმენტაციების შესამცირებლად და ფერის ერთგვაროვნებისთვის.
- პლაზმოთერაპია - პლაზმოთერაპია არის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც სამკურნალო ზონაში გამოიყენება ადამიანის საკუთარი (აუტოლოგიური) სისხლის პლაზმა, რომელიც გამდიდრებულია თრომბოციტებით. ეს ხელს უწყობს ორგანიზმის ფარული რესურსების სტიმულირებას და აღდგენას.
პლაზმოთერაპია შეიძლება მიეკუთვნოს კოსმეტოლოგიაში გამოყენებადი უსაფრთხო საინექციო პროცედურებს, ვინიდან საკუთარი სისხლი არ იწვევს ალერგიას, არ აქვს ასაკობრივი და სქესობრივი შეზღუდვები, აქვს შედარებით ნაკლები უკუჩვენებები, უფრო მეტიც, იგი შეესაბამება ნებისმიერი მკურნალობის სხვა მეთოდებს.
- შემავსებელი (ფილერი) - ბუნებრივი შემავსებელი, შექმნილია ღრმა ნაოჭების, ნაკეცების და სახის კონტურის სამკურნალოდ, მაღალი სიბლანტე და ელასტიურობა იძლევა დაუყოვნებლივ და თვალსაჩინო ეფექტს, არის უსაფრთხო. შემავსებელი ეფექტი საშუალოდ 1 წლის განმავლობაში გრძელდება. ხანგრძლივობა უმეტესწილად დამოკიდებულია ფილერის (შემავსებლის) ხარისხზე.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ შვეიცარიულ Apriline და კორეულ Neuramis-ის პრეპარატებზე.
- ბოტულინოთერაპია - ბოტულინოტოქსინი ნატურალური ბაქტერიაა, რომლის მინიმალური რაოდენობით გამოყენებაც იწვევს მიმიკური ნაოჭების გაქრობას. ბოტულინოტოქსინის ინექცია ბლოკავს ნერვულ იმპულსს, რომელიც პასუხისმგებელია მიმიკური კუნთის მოძრაობაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ბოტულინოთერაპიის შემდეგ მიმიკით გამოწვეული ნაოჭები ზედაპირულად შეუმჩნეველი ხდება.
პრეპარატი მუშობას იწყებს პროცედურიდან 48 საათში, სრული შედეგი კი დგება 14 დღის შემდეგ.