კავიტაცია

ულტრაბგერითი კავიტაცია პრობლემურ ადგილებში არასასურველი ცხიმის მოცილების პროცედურაა.

მოწყობილობა გამოსცემს დაბალი სიხშირის ულტრაბგერას (ულტრაბგერითი თავაკი 40 კჰც სიხშირით) და ასეთი ზემოქმედების საპასუხოდ ადიპოციტი (ცხიმოვანი უჯრედი) იბერება, შემდეგ კი მისი მემბრანა (კედელი) სკდება. ცხიმოვანი უჯრედი ნადგურდება და იშლება პროდუქტებად (ტრიგლიცერიდებად). ტრიგლიცერიდები ლიმფურ და სისხლძარღვებში ხვდებიან და შემდეგ ღვიძლში გლუკოზამდე იშლებიან, რომელსაც  უჯრედები როგორც ენერგეტიკულ მასალას იყენებენ.

დაბალი სიხშირის ულტრაბგერითი ტალღა ცხიმოვან უჯრედებზე დესტრუქციულ გავლენას ახდენს და არ მოქმედებს სხვა უჯრედებზე (კანზე, კუნთებზე და სისხლძარღვებზე) ამ სტრუქტურების სიძლიერისა და ელასტიურობის გამო.

ულტრაბგერითი კავიტაცია რეკომენდირებულია:

  • ცხიმის ნაკეცებისა და დაგროვებების დროს მუცელზე, ზურგზე, დუნდულებზე, თეძოებზე, ბარძაყებზე;
  • ნებისმიერი სიმძიმის ცელულიტის დროს;
  • ლიპოსაქციის ან ლიპოლიტიკის ინექციების შემდეგ, როდესაც დარჩენილი ცხიმის დაგროვება ბორცვების სახით არის წარმოდგენილი.

კლინიკა Nuage-ში ჩვენ ვიყენებთ კომპანია Brera-ს დანადგარს  Imperium MED 400 Aesthetic Medicine and Physio, რომელიც არის პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური მოწყობილობა ესთეტიკური და სარეაბილიტაციო მედიცინისთვის და მუშაობს მექანიკური ვიბრაციების, რადიოსიხშირული და ულტრაბგერითი იმპულსების საფუძველზე.

კავიტაცია