იზრუნეთ ზამთარში თქვენს კანზე

ზამთრის თვეები, რომლებიც ხასიათდება ცივი და გამთბარი ჰაერის მონაცვლეობით და დაბალი ტენიანობით, კანისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. კანი ამ დროს უფრო მშრალი და მგრძნობიარეა, ვიდრე ჩვეულებრივ, უფრო გაღიზიანებულია, რადგან ცხიმის გამოყოფა შემცირებულია, რაც გამოწვეულია ჩვენი კანის გარე ფენებში არასაკმარისი სისხლის მიწოდებით. სიცივე კუმშავს ჩვენი კანის სისხლძარღვებს სითბოს შესანარჩუნებლად, რაც ზღუდავს ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების კანამდე მიღწევის შესაძლებლობას. ცივი და გამთბარი ჰაერის მონაცვლეობის და დაბალი ტენიანობის კომბინაცია ზრდის ტრანს-ეპიდერმულ წყლის დაკარგვას, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ კანს არ გააჩნია შესაბამისი დატენიანება მისი იმუნური ფუნქციის შესანარჩუნებლად, რაც იწვევს კანის ბარიერის დარღვევას. შედეგაგ კანი რჩება დაუცველი დისფუნქციის მიმართ და მიდრეკილია სიმშრალისკენ, ქერცლისკენ და გაღიზიანებისკენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ჩვენი კანისთვის რთულ გარემოს წარმოადგენს, არსებობს ხრიკები, რაც დაიცას კანს სიცივისგან:

 

შეცვალეთ ყოველდდღიური დამატენიანებელი კრემი ლიპიდებით მდიდარი კრემით

 

როდესაც ტემპერატურა ეცემა და ტენიანობა დაბალია, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ლიპიდებითა და ანტიოქსიდანტებით, რათა გაორმაგდეს დატენიანება. პირველ რიგში, თქვენი კანის დახმარება შეგიძლიათ კრემის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ზეთებს, როგორიცაა დოქტორი ბარბარა შტურმის მსუყე დამატენიანებელი კრემი, რაც ხელს უწყობს კანის დაბალანსებას და უჯრედების კვებას, იცავს მათ დეჰიდრატაციისგან. თუ ამ პერიოდში უფრო ექსტრემალურ ტემპერატურაზე ხართ ან თხილამურებით სრიალებთ, დოქტორი ბარბარა შტურმის SKI CREAM– ის უნიკალური წყალი ზეთზე დაფუძნებული ფორმულა დაგეხმარებათ კანის გაძლიერებაში, ამცირებს გაღიზიანებას და ზრდის ტენიანობას, ანტიოქსიდანტური კომპლექსის მეშვეობით:  დანდური, ედელვაისი, შიის კარაქი, ვიტამინ E და გაღიზიანების შესამცირებლად შავი მოცხარის ზეთი და სხვა .

 

გამოიყენეთ მსუბუქი ამქერცლავი

 

აქერცვლა მნიშვნელოვანია მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით აუცილებელია ზამთარში, რათა ხელი შეუწყოს სისხლის მიმოქცევას და ნაზად მოაცილოს მკვდარი, მშრალი კანის უჯრედები, რომლებიც კანზე გროვდება. მკვდარი კანის უჯრედები აფერხებს თქვენს მიერ გამოყენებულ პროდუქტებს და ხელს უშლის ტენიანობის მიღწევას მის ქვეშ არსებულ ჯანმრთელ უჯრედებამდე. ფრთხილად იყავით, ნუ გადაამეტებთ აქერცვლას; მშრალი, აქერცვლადი კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს ცივ თვეებში. გამოიყენეთ ზომიერი, ფერმენტზე დაფუძნებული ამქერცლავი კვირაში ორჯერ ან მაქსიმუმ სამჯერ, მაგალითად დოქტორი ბარბარა შტურმის ენზიმური გამწმენდი, რომელიც ფერმენტ სუბტილიზინის მეშვეობით აშორებს მშრალი და უხეში კანის უჯრედებს და ფერმენტ ლიპაზას, რათა გაათავისუფლოს კანი ჭარბი ცხიმისგან. ერთად, ორივე ფერმენტი უზრუნველყოფს ღრმა, მაგრამ ნაზ აქერცვლას, ჯანსაღი კანის დაზიანების გარეშე.

 

 

მოარგეთ თქვენი კანის მოვლის რუტინა სეზონს

 

ლიპიდებით მდიდარი სახის კრემის გარდა, თქვენი ყოველდღიური კანის მოვლის საშუალებები ასევე უნდა შეიცავდეს ჰიალურონის მჟავას შემცველ შრატს, მაგალითად, დოქტორი ბარბარა შტურმის ჰიალურონის მჟავას რომელიც გაჯერებულია დაბალი და მაღალი ჰიალურონის მოლეკულების ოპტიმალური კონცენტრაციით, ის უზრუნველყოფს მყისიერ დატენიანებას როგორც კანის ზედა, ასევე ღრმა ფენებში.ზამთარი ნიღაბის გამოყენებისთვის მნიშვნელოვანი დროა. დოქტორი ბარბარა შტურმი გვირჩევს ზამთარში სახის ნიღაბი უფრო ხშირად, უფრო მდიდარ, ლიპიდურ შრატთან ერთად გამოვიყენოთ, მაგალითად, როგორიცაა დოქტორი ბარბარა შტურმის დამამშვიდებელი შრატი, რომელიც შეიცავს სამკურნალო და დამამშვიდებელ ინგრედიენტებს, როგორიცაა მზესუმზირის ექსტრაქტი, კარდიოსპერმუმის ექსტრაქტი, დანდური, ტკბილი ნუშის ზეთი და ეკიუმი.

 

აირჩიეთ pH დაბალანსებული გამწმენდი

 

ჩვენი კანის დელიკატური pH ბალანსი, რომელიც დაახლოებით 5,5 უნდა იყოს ხშირად ხდება სხვადასხვა გამოწვევი მიზეზის მსხვერპლი. გამწმენდი, დიეტა, კანის მოვლის საშუალებები და ონკანის წყალიც კი შეიძლება გამოიწვიოს მჟავა / ტუტე დისბალანსი, რაც ხელს უშლის ჩვენი ლიპიდების გამომუშავებელ უჯრედებს ეფექტურად მუშაობაში და იწვევს ანთებას და გაღიზიანებას. ამიტომ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი გამწმენდი და კანის მოვლის სხვა პროდუქტები pH დაბალანსებულია - და გაითვალისწინეთ ნაზი ტონერის გამოყენება თქვენი pH დაბალანსების მიზნით.

 

იზრუნეთ ზამთარში თქვენს კანზე