კანის დატენიანება საჭიროა ნებისმიერი სეზონზე, ხოლო ამ ცხელ პერიოდში, როდესაც ზაფხული დამთავრდა და მაღალი ტემპერატურა, სიცხე ისევ გრძელდება, დატენიანება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პროცედურად მიიჩნევა.
ტენიანობის დაკლება კანში უკავშირდება ჰიალურონის მჟავის რაოდენობის შემცირებას, რაც კანის ზედაპირზე უსიამოვნო ცვლილებებს იწვევს: კანის სიმშრალე, გაუწყლოვანება (დეჰიდრატირებული კანი); ფოტოდაბერება; დაბერების ნიშნების, ნაოჭების ჩამოყალიბება და არსებულის გაღრმავება; თმის და თავის კანის (სკალპის) გამოშრობა და ა.შ.
როგორ დავატენიანოთ კანი? ახალგაზრდა კანისათვის განკუთვნილია არაინექციური მეზოთერაპია -კრიოლიფტინგი, ასევე ბუსტერებით არაინექციური მკურნალობა (სონოფორეზი), მკვეთრად გამომშრალი და მოწიფული კანის შემთხვევაში კი ინექციური პროცედურები. არაინექციური პროცედურები, რომლებიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ კლინიკა ნუაჟში:
კრიოლიფტინგით დატენიანება
არაინექციური მკურნალობა ბუსტერებით
პროცედურა ტარდება RF-სონიკატორით. Sonicator 2D ულტრაბგერა – ბუსტერების უნემსო შეყვანის მეთოდია, რომელსაც ნებისმიერი ბუსტერის (Soskin-ის ჰიალურონის მჟავის და სხვა ბუსტერები) შეყვანა კანის ღრმა შრეებში შეუძლია.
ინექციური პროცედურები, რომელსაც გთავაზობთ კლინიკა ნუაჟი მოწიფული კანისთვის:
Apriline Hydro ბუსტერი
შვეიცარული პრეპარატი ასტიმულირებს კანს, აუმჯობესებს მის ტექსტურას და ელასტიურობას და ზოგადად ზედაპირს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს. ბიოფერმენტაცია: Apriline -მა განავითარა არაცხოველური წარმოშობის რეტიკულციის გზით მიღებული ჰიალურონის მჟავის კონცენტრაცია 18 მგ/მლ და იგი სტაბილიზირებულია გლიცეროლით, რაც უფრო ღრმა და ხანგრძლივ დატენიანებას უზრუნველყობს.
CELLBOOSTERS
ასევე შვეიცალური წარმოების პრეპარატის, სელბუსტერის შემადგენლობაში შედის Apriline Hydro-ს მთლიანი შპრიცი, რაც ღრმა და ხანგრძლივ დატენიანებას უზრუნველყოფს. სელბუსტერი შედგება არაჯვარედინი ჰიალურონის მჟავის, ამინომჟავებისა და ვიტამინების კომპლექსისგან. ეს კომბინაცია, გარდა ღრმა და ხანგრძლივი დატენიანობისა, სხვადასხვა პრობლემის მოგვარებისათვის არის შექმნილი და ებრძვის კონკრეტულ პრობლემებს:
CELLBOOSTER Glow ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას, აუმჯობესებს სახის ფერს, აღადგენს და ღრმად ატენიანებს კანს, ასტიმულირებს კანის ბუნებრივ დაცვას. ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და უჯრედების კვებას.
CELLBOOSTER - LIFT
CELLBOOSTER LIFT შექმნილია კანის ზომიერი მოცულობის დაკარგვის შესავსებად და დერმის გამკვრივებისთვის. აგრეთვე იგი უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას და სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას. ეფექტურია ნაოჭებისა და დაბერების ნიშნების შესამცირებლად, კანის ღრმად დატენიანებისთვის.
CELLBOOSTER - SHAPE
CELLBOOSTER SHAPE შექმნილია ლოკალიზებული ცხიმოვანი მასის დაგროვების შესამცირებლად. აღადგენს კანის სტრუქტურას, ამცირებს კანქვეშა ქსოვილს შეშუპებასა და ცელულიტს. აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას.
CELLBOOSTER® Hair
CELLBOOSTER HAIR შექმნილია თმის ფოლიკულების გასაძლიერებლად, თმის ზრდისა და მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად. ის აღადგენს სკალპის სტრუქტურას და თმის ბოჭკოს.
Dermaheal HSR
სამხრეთ კორეის კომპანია Caregen CO. LTD ესთეტიკური მედიცინის დარგში ცნობილია, როგორც მაღალი ხარისხის Dermaheal-ის მრავალსახიანი მეზოხსნარების შემქმნელი კომპანია. ეს ბიორეპარანტი ძლიერი დამატენიანებელი და გამამკვრივებელი ეფექტებით გამოირჩევა.
Dermaheal HSR - დამატენიანებელი ნაოჭების საწინააღმდეგო (ბიორეპარაცია)
მეზოკოქტეილის აქტიური ელემენტები აცოცხლებს დაღლილ, უსიცოცხლო კანს დერმის უჯრედების მაქსიმალური პროლიფერაციის ხარჯზე.
Dermaheal HSR ღრმა დატენიანების ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც შეიცავს ბიომიმეტიკურ პეპტიდების კომპლექსს, ჰიალურონის მჟავას, მულტივიტამინებსა და ამინომჟავებს.
სუფთა ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ხელს უწყობს ფორების შევიწროვებას, ახორციელებს მშრალი და უსიცოცხლო კანის აღდგენას; ბიომიმეტილური პეფტიდების ხარჯზე ნაოჭის სიღრმე მცირდება, რაც აახალგაზრდავებს კანს.