დღესასწაულების პერიოდი, განსაკუთრებით კი ახალი წელი გამოირჩევა მრავალფეროვანი საზეიმო კერძებით, რომლებიც ხშირად ხდება ჩვენი რაციონის მთავარი ნაწილი. ამ დღეების ჩავლის შემდეგ ადამიანების უმრავლესობას მომატებული კილოგრამები აწუხებს, რაც ბუნებრივია და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დროულად დავუბრუნდეთ ჩვენს რეჟიმს და ჯანსაღი კვების რაციონს. აუცილებელია რეჟიმში დაბრუნება არ იყოს სტრესული და ამიტომ დაუშვებელია შიმშილი, ძალიან მკაცრი და კატეგორიული შეზღუდვების დაწესება კვებით რაციონში.
უპირველესყოვლისა უნდა შევამციროთ მოხმარება ალკოჰოლის, რომელიც უმეტესად აქტიურად გამოიყენება ახალი წლების პერიოდში. გარდა ამის გონივრულად უნდა მივუდგეთ ულუფების რაოდენობას და დღესასწაულებიდან უკვე ყოველდღიური ულუფების რაოდენობას დავუბრუნდეთ. ამასობაში კი არ უნდა დაგვავიწყდეს ყოველი კვების დროს ხილისა და ბოსტნეულის აქტიურად ჩართვა კვებით რაციონში და დავწმუნდეთ, რომ ცილის ადეკვატური რაოდენობით ვამარაგებთ ორგანიზმს.
ჩვენი მიზანი იქნება წონის კორექცია თუ სხვა, უმნიშვნელოვანესია იყოს რეალური და არ შევიქმნათ დროსთან მიმართებაში შეუსაბამო მიზნები ჩვენი სხეულის ცვლილებებთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ მკაცრი მიდგომები ასოცირებულია გაძლიერებულ სტრესთან, რომელსაც ნეგატიური გავლენა აქვს ორგანიზმზე და მათ შორის ჩვენს იმუნურ სისტემაზე.
თუ გსურთ ახალი წლიდან შეცვალოთ თქვენი კვების რაციონი და საკვებით ხელი შეუწყოთ თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას, მაშინ რეკომენდებულია ნუტრიციოლოგის კონსულტაცია და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება კვების რაციონთან დაკავშირებით.