რა არის პლაზმოლიფტინგი?

PRP პლაზმოლიფტინგი ეფექტური მეთოდია კანის გაჯანსაღების, გაახალგაზრდავებისთვის. პლაზმოთერაპია ინექციური მეთოდია, რომელიც ნიშნას საკუთარი სისხლის პლაზმის ინექციას.

 

რა არის პლაზმოლიფტინგი?

პლაზმოთერაპია არის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც სამკურნალო ზონაში გამოიყენება  ადამიანის საკუთარი (აუტოლოგიური) სისხლის  პლაზმა, რომელიც გამდიდრებულია თრომბოციტებით. ეს ხელს უწყობს ორგანიზმის ფარული რესურსების სტიმულირებას  და აღდგენას.

 

პლაზმოლიფტინგის ჩატარება შეგიძლიან სახის, ყელის, დეკოლტესა და ხელის ზონაზე კანის გაახალგაზრდავებისთვის. პლაზმოლიფტინგი ასევე ძალიან კარგი საშუალებაა თმის ზრდის დასაჩქარებლად. საკუთარი სისხლის პლაზმის გამოყენებას ფაქტობრივად არ ახასიათებს გვერდითი მოვლენა.

 

კლაზმოლიფტინგი რეკომენდებულია კანთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად:

  • გამომშრალი კანის სტრუქტურა
  • სებორეა
  • აკნე და პოსტაკნე
  • კანის ნებისმიერი ნაწიბური, მათ შორის სტრიები
  • არაერთგვაროვანი კანის ზედაპირი
  • დაბერების ნიშნები
  • ზედაპირული ნაოჭები
  • სხვადასხვა ზონის მოცულობის დაკარგვა
  • თხელი თმის ღერი და თმის ნელი ზრდა

 

როდის უნდა ველოდოთ პლაზმოთერაპიის შედეგს?

პლაზმოთერაპიის შედეგი პროცეუდირდან 2 კვირაში დგება. ზედაპირული ნაოჭები გლუვდება, სახის კანი ხდება ერთგვაროვანი. უმჯობესია პროცედურის ჩატარება კურსის სახით, რათა მიიღოთ მაქსიმალური შედეგი.

რა არის პლაზმოლიფტინგი?