სთოუნ თერაპია - ცხელი ქვებით მასაჟი

 

სთოუნ თერაპია მიეკუთვნება მასაჟის ერთ-ერთი სახეობას და ნიშნავს ცხელი ქვებით მასაჟს. ამ ტიპის თერაპიის სახელწოდება მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან "stone", რაც ქვას ნიშნავს.

ცხელი ქვებით თერაპია ხელს უწყობს დაღლილობის, სტრესის და კუნთების დაძაბულობის მოცილებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ჭარბი სითხის და ტოქსინების გამოდევნას, აერებს ქსოვილებს ჟანგბადით, აღადგენს კანის ელასტიურობას და ტონუსს, ეხმარება ოსტეოქონდროზის და ართრიტების დროს, სხეულიდან ცხიმების განდევნაში, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

ცხელი ქვი თერაპიის მეთოდი:

მასაჟი ტარდება ვულკანური ქების გამოყენებით, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში წარმოიქმნებოდა აქტიურ ვულკანებზე, ცხელდებოდა და ნელ-ნელა ცივდებოდა. შედეგად ასეთმა ქვებმა შეძლეს მაგნიუმის, რკინის და მრავალი სასარგებლო მიკრო და მაკრო ელემენტის დაგროვება, ასევე შეიძინეს დიდი ხნის განმავლობაში სითბოს შენარჩუნების უნარი.

პროცედურის დროს გამოყენებული ქვები განსხვავდება ფერისა და ტემპერატურის მიხედვით. ქვების ტემპერატურისა და მასაჟის ტექნიკის ინტენსივობიდან გამომდინარე, ქვის თერაპიის პროცედურას შეიძლება ჰქონდეს როგორც დამამშვიდებელი, სევე მატონიზირებელი ეფექტი.

ცხელი ქვები გამოყენებით თერაპიის სესია 60 წუთი გრძელდება.

სთოუნ თერაპია - ცხელი ქვებით მასაჟი