ჯანსაღი, ბალანსირებული კვება

ჯანსაღი, ბალანსირებული კვება მნიშვნელოვანია არა მარტო წონის კორექციისთვის, არამედ ჯანსაღი, ჯანმრთელი ორგანიზმისთვის.

 

რომელი საკვებია განსაკუთრებულად ჯანსაღი ჩვენი ორგანიზმისთვის?

  • ხილი და ბოსტნეული - ბალანსირებული კვება, რომელიც შეიცავს ხილსა და ბოსტნეულს პრევენციაა გულის დაავადებებისა და ინფარქტის განვითარების. ეცადეთ ჩაანაცვლოთ საკვებს შორის სასუსნავები აღნიშნული პროდუქტით. ექიმების რეკომენდაციაა დღეში 2 პორცია ბოსტნეულისა და იმავე რაოდენობის ხილის მიღება.

 

  • საკვები, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას - ფოლიუმის მჟავა ვიტამინია, რომელიც მნიშვნელოვანია ორსულებისთვის, რადგან ხელს უწყობს ნაყოფის ჯანსაღ განვითარებას, თუმცა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მინიმუმ 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავის მიღება. აღნიშნული ნივთიერებით გაჯერებულია ფორთოხალი, ფორთოხლის წვენი და მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული.

 

  • საკვები, რომელიც შეიცავს კალიუმს და D ვიტამინს - ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საჭიროა კალიუმი და D ვიტამინი. აღნიშნული კომპონენტები უზრუნველყოფს ძვლების სიძლიერეს და პრევენციაა ისტეოპოროზის განვითარების. ეს დაავადება იწვევს ძვლის მირერალური სიმკვრივის დაქვეითემას და წარმოადგენს მოტეხილობის რისკს. კალციუმით მდიდარი საკვებია ბროკოლი, რძე, ყველი, ხაჭო, ნუში და სხვა. D ვიტამინით გაჯერებულია რძე, თევზი, კვეცხი, ლობიო და სხვა.

 

  • პროტეინით გაჯერებული საკვები - პროტეინი მნიშვნელოვანია კუნთების სიჯანაღისთვის. ჯანსაღი საკვები, რომელიც გამდიდრებულია პროტეინით აერთიანებს ქათმის ხორცს, თევზს, კვერცს, ლობიოს, თხილეულსა და სხვა პროდუქტებს.

 

რომელი საკვები უნდა შეზღუდოთ ან მიიღოთ ლიმიტირებული რაოდენობით?

ჯანსაღი, დაბალანსებული კვების დროს მნიშვნელოვანია მოვერიდოთ შემდეგი საკვების მიღებას.

 

  • ცხიმები - მნიშვნელოვანია მოვერიდოთ არაჯანსაღი ცხიმებით გაჯერებულ საკვებს, რომლებიც კონცენტრირებულია სწრაფი მომზადების საკვებსა და გამომცხვარ პროდუქტში. აღნიშნული ცხიმები ზრდის ქოლესტერინის რაოდენობას ორგანიზმში და გულის დაავადებების ალბათობას.

 

  • შაქარი - ჯანსაღი კვების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ შევზღუდოთ შაქარი, გაზიანი სასმელები და ტკბილეული.

 

შეგიძლიათ თუ არა ალკოჰოლის მიღება ჯანსაღი დიეტის დროს?

გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღება იწვევს ღვიძლის დაავადებებსა და კონკრეტული ტიპის კიბოს გაჩენის რისკს. ასევე, ქალებში ხშირი ალკოჰოლის მიღება ზრდის მკერდის კიბოს რისკს.

 

ალკოჰოლის მიღების რეკომენდებული დოზაა ქალებისთვის 1 ჭიქა, ხოლო მამაკაცებისთვის 2 ჭიქა დღეში.

 

რამდენი კალორია უნდა მიიღოთ დღის განვამლობაში

დღიური კალორიების ნორმა დამოკიდებულია თქვენს წონაზე, ასაკზე, სქესზე, სიმაღლესა და დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობის დონეზე.

აღნიშნული ინფორმაციისა და დაბალანსებული დიეტის ინდივიდუალურად შერჩევისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კლინიკა ნუაჟის გამოცდილ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ნინო ბეჟიტაშვილს.

 

ჯანსაღი, ბალანსირებული კვება