ARKOFLUIDES PROG.DETOX BIO

პროდუქტის ფასი: 150

ARKOFLUIDS® დეტოქს პროგრამა მოიცავს სამ ეტაპს: ღვიძლის, თირკმლისა და კანის დეტოქსს.

პირველი 10 დღის განმავლობაში- ამპულის მიღება უმჯობესია დილით, რათა მოხდეს ორგანიზმის დეტოქსი და მომზადდეს ღვიძლი.

 შემადგენლობა:ყოველი ერთი ამპულა შეიცავს: მცენარის ექსტრაქტი- 7.4 გ, კონცენტრირებული შავი ბოლოკის წვენი-1.6 გ, კონცენტრირებული ვაშლის წვენი-1.6 გ

პირველი ეტაპი: ღვიძლის გაწმენდა

არტიშოკი უზრუნველყოფს ღვიძლის გათავისუფლებას ტოქნისებისა და ცხიმებისგან. ანგელოზა ხსნის შებერილობის შეგრძნებას, როზმარინი კი ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას ჯანსაღ ფუნქციონირებაში. შავი ბოლოკი -ღვიძლის გამწმენდი, აჩქარებს ღვიძლის ფუნქციას და სწრაფად ამუშავებს შემწვარი საკვებისგან ,ალკოჰოლისგან, შოკოლადისა და მედიკამენტებისგან დატოვებულ ნარჩენებს.

ინგრედიენტები: ორგანული მცენარეული ექსტრაქტი (350მგ ორგანული არტიშოკის მცენარისგან მიღებული, 315 მგ ორგანული როზმარინის ფოთოლი (ROSMARINUS OFFICINALIS) და 315 მგ ანგელოზას ფესვი), კონცენტრირებული ორგანული შავი ბოლოკის წვენი (RAPHANUS SATIVUS VAR. NIGER), კონცენტრირებული ორგანული ვაშლის წვენი (MALUS DOMESTICA).

მეორე ეტაპი თირკმლის გაწმენდა

მე-11 დღიდან 20 დღემდე- ამპულის მიღება უმჯობესია დილით, რათა მოხდეს დრენაჟი და სტიმულაცია თირკმლის გამწმენდი ფუნქციის.

შემადგენლობა: ყოველი ერთი ამპულა შეიცავს: ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი-8,9 გ, კონცენტრირებული ანწლის წვენი- 460 მგ, კონცენტრირებული შავი ბოლოკის წვენი-310 მგ, კონცენტრირებული ლიმონის წვენი- 30 მგ.

შავი ანწლის ნაყოფი თავისი გამწმენდი თვისებებით, ხელს უწყობს ტოქსინების ელიმინაციას ორგანიზმიდან,ბაბუაწვერა ასრულებს შარდმდენ ფუნქციას, შავი ბოლოკი აუმჯოაბესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას.

ინგრედიენტები: ორგანული ბაბუაწვერას ექსტრაქტი ( TARAXACUM OFFICINALE), კონცენტრირებული ორგანული ვაშლის წვენი (MALUS DOMESTICA), კონცენტრირებული ორგანული შავი ბოლოკის წვენი (RAPHANUS SATIVUS VAR. NIGER), კონცენტრირებული ოგანული ლიმონის წვენი (CITRUS LIMON), კონცენტრირებული ორგანული ანწლის წვენი (SAMBUCUS NIGRA)

მესამე ეტაპი: კანის გაჯანსაღება

21-ე დღიდან 30 დღემდე- ამპულის მიღება უმჯობესია დილით, რათა მოხდეს კანის დეტოქსი და გაწმენდა.
ოროვანდი ხელს უწყობს კანის სიჯანსაღესა და დამშვიდებას. ჭინჭრის გამწმენდი თვისებები ხელს უწყობს კანის საერთო იერსახის გაუმჯობესებას.

ინგრედიენტები: ორგანული მცენარის ექსტრაქტი [მიიღება 550 მგ ორგანული ჭინჭრის მიწისზედა ნაწილისგან (URTICA DIOICA, URTICA URENS) და 550 მგ ორგანული ოროვანდის ფესვის ექსტრაქტი], ორგანული ხორბლის სიროფი, ორგანული კენკრის წვენი (VACCINIUM NYRTILLUS), კონცენტრირებული ორგანული შავი მოცხარის წვენი (RIBES NIGRUM).

გამოყენების წესები: მისი მიღება რეკომენდირებულია 15 წლიდან. დღიური ნორმაა ერთი ამპულა საუზმემდე. მნიშვნელოვანია დაიცვათ რეკომენდირებული დოზები.
არაა რეკომენდირებული ორსულებისთვისა და მეძუძური დედებისთვის. საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, გრილ და ბნელ ადგილას.

გახსნამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ ამპულა. გაითვალისწინეთ პროდუქტის ბუნებრივი მახასიათებლები, გახსნისას შეიძლება მცირე რაოდენობით გადმოიღვაროს, თუმცა ეს ხარისხზე არ მოქმედებს. გახსნამდე, ამპულის ორივე ბოლო თითებით დაამუშავეთ და ქაღალდის ხელსახოცის დახმარებით, ეტაპობრივად, ჯერ მოხსენით ერთი დაბოლოება და არსებული სითხე მოათავსეთ შესაბამის ჭურჭელში, შემდეგ იგივე პრინციპით - მეორე. დაამატეთ 125 მლ წყალი ან ხილის წვენი.

 

ARKOFLUIDES PROG.DETOX BIO