SOSKIN

80–იანი წლების მიწურულს ფრანგმა ბიოქიმიკოსმა, ცნობილმა მეცნიერმა ალექსანდრე დინგასმა– სოფია ანტიპოლისში (ჩრდილოეთ საფრანგეთში, მსოფლიო კვლევით ცენტრში.) დაარსა  დერმატო–კოსმეტოლოგიური  ლაბორატორიის  ინსტიტუტი  SOSKIN-ი. უჯრედულ  ბიოლოგიაში მნიშვნელოვანი აღმოჩენებით შთაგონებული და თავის არსენალში  ბუნებრივი ინგრედიენტების არსებობის წყალობით მან დაიწყო ესთეტიკურ მედიცინაში              რევოლუციური მარკის SOSKIN-Paris  შექმნა, რომელიც მიმართული   იყო გაახალგაზრდავების და კანის ბუნებრივი რეგენერაციის სტიმულაციისკენ.  საბოლოოდ, მრავალწლიანი  კვლევების  შედეგად  შეიქმნა  და დაპატენტებულ იქნა  AMS –სისტემა (აქტიური მიკროინკაფსულაციის ტექნოლოგია), რომელიც SOSKIN-Paris მარკის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს.  SOSKIN-Paris  ეს არის უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური კოსმეტიკა,  ყოველი  პროდუქტის შემადგენლობაში შედის  დაპატენტებული ფორმულები, შექმნილი და კლინიკურად გამოცდილი ინსტიტუტის მიერ. მან პირველმა მსოფლიოში მოახდინა საუკუნოვანი მცენარის, აზიური ცნტელას  ინკაფსულირება მაღალი კონცენტრაციით, მოიპოვა ამის ექსკლუზიური უფლება    და  გახდა უანალოგო მსოფლიო ბაზარზე. აზიური ცენტელა არის უშრეტი წყარო A, B , E ვიტამინების, ეხმარება უჯრედულ რეგენერაციას, მატებს ელასტიურობას და ტონუსს, ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს, აბალანსებს მინერალურ ცვლას , ამცირებს შეშუპებას. ასევე SOSKIN-ის შემადგენლობაში არის დაპატენტებული ფიტოესტროგენები და მცენარეული წარმოშობის ბიოკომპლექსები. ისეთები, როგორიცაა Sepilift ТМ, Fucogel R, Eye Pro ТМ. SOSKIN-ს  წარმოდგენილი  აქვს  ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური პროდუქტების სრული გამა: ალერგიული, მგრძნობიარე, მშრალი, ატოპიისკენ მიდრეკილი, კომბინირებული, ცხიმიანი, პრობლემური,  ჰიპერპიგმენტაციული კანის მკურნალობისა და მოვლის  საშუალებები.  120 - ზე მეტი დასახელების პროდუქტი, 5 პროფესიული ხაზი გვაძლევს საშუალებას  დაკმაყოფილდეს  ნებისმიერი 
 მომხმარებლის მოთხოვნა

1 2 3 4