კრიოლიპოლიზი

რა არის კრიოლიპოლიზი? - CoolTech კრილიპოლიზის დროს გამოიყენება კონტროლირებადი ცივი სისტემა: პროცედურის მსვლელობის დროს 1 ან 2 აპლიკატორი მაგრდება დასამუშავებელ ზონაზე, ირთვება ფაქიზი მაგრამ ძლიერი ვაკუუმი, ცხიმოვანი ნაკეცი იწოვება აპარატით და იწყება მისი კონტროლირებადი გაგრილება -8°C -მდე 45-დან 70 წუთის განმავლობაში, რაც იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის კონტროლირებად აპოპტოზს (თვითლიკვიდაციას). იმუნური სისტემა უზრუნველყობს განადგურებული ცხიმოვანი უჯრედების ორგანიზმიდან ბუნებრივი (ლიმფური) გზით მოშორებას. ცხიმის დაშლის პროცესი მე-15 დღიდან იწყება და 90 დღემდე გრძელდება. შედეგად დამუშავებული უბნის ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა მცირდება. 1-3 პროცედურაში მოგცემთ კლინიკურად დადასტურებულ ეფექტს. ყოველი პროცედურა დამუშავებული ზონიდან აქრობს 25%-40%-მდე ცხიმს. პროცედურის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ, სასურველია ორგანიზმს დავეხმაროთ ცხიმოვანი უჯრედების გამოდევნაში. 

კრიოლიპოლიზით შესაძლებელია მუცლის ცხიმის მოყინვა, ასევე სამკურნალო ზონებია ფეხების, ხელების, ზურგისა და საჯდომის ზონა. კრილიპოლიზს სარეაბილიტაციო პერიოდი ფაქტობრივად არ ახასიათებს. 

 

ერთი მანიპულა

550

ორი მანიპულა

1100

კრიოლიპოლიზი