Ultherapy® - კანის არაინვაზიური ულტრაბგერითი SMAS - ლიფტინგი - დღესდღეობით პირველი და ერთადერთი პროცედურაა, რომლის ეფექტს პლასტიკურ ქირურგიასთან ადარებენ. Ultherapy არის SMAS ლიფტინგის ამერიკული ტექნოლოგია. ულთერაპიაში ფოკუსირებული ულტრაბგერით ზემოქმედება ხორციელდება არა მხოლოდ კანის ზედაპირულ ფენებზე, არამედ ზედაპირულ კუნთოვან-აპონევროზულ სისტემაზე SMAS (Superficial Musculo-Aponeurotic System), რომლზეც მხოლოდ პლასტიკური ქირურგები მუშაობენ.
ულთერაპიის პროცედურა გულისხმობს ქსოვილების შერჩევით გათბობას ფოკუსირებული ულტრაბგერით, რომელიც კანის დაზიანების გარეშე აღწევს მის სხვადასხვა ფენებში 1,5 მმ, 3,0 მმ და 4,5 მმ სიღრმეზე დადერმასი ახალი კოლაგენის სინთეზს იწყებს, რაც SMAS დონეზე ლიფტინგს ხელს უწყობს. დაპატენტებული Deep See ვიზუალიზაცია ექიმს საშუალებას აძლევს დაინახოს სამკურნალო ზონა მთელი პროცედურის განმავლობაში, მართოს ფოკუსირებულ ულტრაბგერა ზუსტ სიღრმეზე და, ზონის მიხედვით, გააკონტროლოს მისი ინტენსივობა, რაც პროცედურის უსაფრთხოებას უზრუნველყობს. ულტრაბგერითი SMAS ლიფტინგის საშუალებით შესაძლებელია სახის, ყელის და დეკოლტეს კანის ლიფტინგისა (დაჭიმვის) და გამკვრივების ეფექტის მიღწევა, ასევე ნაოჭების ნიშნენის შემცირება. ულტრაბგერითი SMAS-ლიფტინგის მოსალოდნელი ეფექტი თანდათანობითია და მატულობს სამედიცინო ჩარევიდან 2-3 თვეში, ზოგიერთ შემთხვევაში 6 თვეში და შეიძლება გაგრძელდეს ერთი წელი ან მეტი. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, ასევე მისი შესანარჩუნებლად, პროცედურები ტარდება 1 წლის ინტერვალით.
Nuage Clinic თანამშრომლობს მხოლოდ Ulthera-ს ოფიციალურ წარმომადგენელთან საქართველოში - MERZ-ის კომპანიასთან. თავად მოწყობილობაც და პროცედურისთვის ყველა მასალა მოწოდებულია ამერიკიდან და გადის მრავალსაფეხურიან ხარისხის კონტროლს. Nuage-ის კლინიკის ყველა ექიმი არის სერთიფიცირებული სპეციალისტი, რომლებსაც პროფესიონალური გადამზადება MERZ-ის ექსპერტებთან აქვთ გავლილი.
სხვა კოსმეტოლოგიურ კანის SMAS-ლიფტინგის პროცედურებს, რომლებსაც დღეს გვთავაზობენ, არ გააჩნიათ ვიზუალიზაციის სისტემა, მოქმედებენ კანის ზედაპირზე, აუმჯობესებს მის ტექსტურას და ტონუსს. ულთერაპიას ვიზუალიზაციის სისტემის წყალობით აქვს მიზანმიმართული ეფექტი კანის ყველა შრეზე და ქვევით კუნთოვან-აპონევროზულ შრეზე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მაღალ შედეგს. სხვადასხვა ზონის ფოკუსირებული გაცხელების შედეგად კუნთოვანი და აპონევროზული შრეები იკუმშება და სახის კუნთოვანი ჩარჩო ძლიერდება. ულთერაპია დამსახურებულად მოიხსენიება, როგორც პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა. ბევრი პაციენტი ზოგადი ანესთეზიის, გარკვეული რისკების და აღდგენის ხანგრძლივი პერიოდის გამო უარს ამბობს პლასტიკური ქირურგიული ჩარევაზე. ამ შემთხვევაში ულთერაპია არის ოპტიმალური გამოსავალი, პაციენტი იღებს მზარდ ეფექტს პროცედურისგან, რეაბილიტაციის პერიოდი არ არსებობს დამას დაუყოვნებლივ შეუძლია ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
სამკურნალო ზონები SMAS ლიფტინგისათვის შესაძლებელია შემდეგი ზონების ვარიაციები: სახე, ყელი და დეკოლტე ზონების ლიფტინგი; სახის ლიფტინგი; ყელის ლიფტინგი; სახის და ყელის ლიფტინგი; დეკოლტეს ლიფტინგი; ყელის და დეკოლტეს ლიტინგი და თვალის ზონის ლიფტინგი.
|
ხაზების (იმპულსების გაშვების) რაოდენობა
|
ფასი/ ლარი |
|
200 ხაზი |
2 200,0 |
|
300 ხაზი |
3 300,0 |
|
500 ხაზი |
5 000,0 |
|
700 ხაზი |
6 300,0 |
|
800 ხაზი |
6 400,0 |
|
1000 ხაზი |
7 500,0 |
|
1200 ხაზი |
8 500,0 |