4 პროცედურა, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმისა და ცელულიტის მოშორებაში

იდეალური სხეული ნებისმიერი ადამიანის საოცნებოა. იმას თუ, როგორ გამოვიყურებით დიდი გავლენა აქვს ჩვენს თავდაჯერებულობაზე. ხშირად, ჩვენ არ გვაქვს დრო რომ ვივარჯიშოთ, სწორად ვიკვებოთ და დავკავდეთ ფიზიკური აქტივობებით. პრობლემა განსაკუტრებით მწვავეა იმ ქალებისთვის, რომლებიც მუშაობენ, სწავლობენ და ამავდროულად უმკლავდებიან ოჯახის საქმეებს. ასეთ დროს ჩვენ საერთოდ გავვიწყდება რომ სხეულის მოვლაც არანაკლებ პრიორიტეტულია წარმატებული ადამიანისთვის.

ჩვენ მოგიყვებით 4 პროცედურაზე, რომელიც ჩაეტევა თქვენს მჭიდრო გრაფიკში და მოგიხსნით ზედმეტ წონასა და სხეულის ფორმებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

 

1) LPG გასახდომი თერაპია არა მარტო ეფექტურია, არამედ ხელმისაწვდომიც. პროცედურის დროს აქტიურდება სისხლისა და ლიმფის უჯრედულ დონეზე ცვლა, რაც ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ამარცხებს ცელულიტს, კურსის დასრულების შემდეგ კი ცხიმოვანი უჯრედების დაგროვება მცირდება. შედეგს დაინახავთ პირველივე პროცედურიდან, კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის წყალობით თქვენი კანი მომენტალურად გამოცოცხლდება. ყოველი პროცედურის შემდეგ რეზულტატი უფრო და უფრო უმჯობესდება. უკეთესი შედეგის მისაღწევად პროცედურა რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ. პროცესი არ არის მტკივნეული, აპარატი ერგება კანის სენსიტიურობას. პირველივე წუთიდან თქვენ იგრძნობთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, შედეგად უჯრედებში აღდგება ჟანგბადის მიწოდება.პროცედურას არ გააჩნია არანაირი გვერდითი მოვლენა, სარებილიტაციო პერიოდი და უკუჩვენება. LPG Endermologie ტექნიკა ასტიმულირებს კანის ჯანსაღ სტრუქტურას ყველანაირი ვიზუალური დეფექტის გაჩენის რისკის გარეშე.

 

2) მასაჟი ადამიანებისთვის სასიამოვნო პროცესთან ასოცირდება, რომელიც რელაქსაციისა და განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა. მასაჟი არა მარტო დაგეხმარებათ ცხიმოვანი უჯრედების დაწვაში, არამედ მოგიწესრიგებთ ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს. არომათერაპიული მასაჟების დროს გამოიყენება მცენარეული ზეთები, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს განწყობასა თუ დღის განრიგზე და დაგიქვეითებთ მადას, განგათავისუფლებთ სტრესისგან და მოგიხსნით გადაღლილობას.

 

ლიმფომასაჟი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას, განდევნის ორგანისმიდან ტოქსინებს და ებრძვის სტრესს. თუ ამ მეთოდს რეგულარულად გამოიყენებთ, აუცილებლად შეატყობთ ცვლილებებს თქვენს კვების რაციონში. ლიმფომასაჟი ასევე კარგია ტრანვმის სამკურნალოდ, ამიტომ მეთოდი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებად ითვლება ზედმეტ წონასთან საბრძოლველად.

აბდომინალური მასაჟი დაგეხმარებათ გაწმინდოთ ორგანიზმი ყველა ტიპის ტოქსინისგან. ეს მეთოდიც ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, გავლენას ახდენს მადაზე და გეხმარებათ გქონდეთ მეტი ენერგია ვარჯიშისა და სწორი ხოვრების სტილისთვის.

მასაჟი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას უჯრედულ დონეზე, რაც ეხმარება ორგანიზმს განთავისუფლდეს მეტაბოლიზმის მავნე ნარჩენებისგან.

მეთოდი ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის გამაგრებას და ამცირებს ცელულიტს.

სტრესი ხშირაც ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ჭამის განრიგზე, მასაჟი დაგეხმარებათ მოიწესრიგოთ ნერვული სისტემა და განგათავისუფლოთ იმპულსური კვების ჩვევისაგან.

 

3) კარბოქსითერაპია კარბონის დიოქსინის ინექციებს გულისხმობს პრობლემურ ზონებზე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პროცედურა აზიანებს ცხიმოვან უჯრედებს და ასტიმულირებს სისხლის მიკროცირკულაციას.

კარბონის დიოქსინის გაზი არის სრულიად უსაფრთხო. მეთოდი განსაკუთრებით კარგად მუშაობს პრობლემურ ზონებზე, როგორიცაა მუცლის არეში დაგროვილი ცხიმი, ცელულიტი კიდურებზე და ა.შ.

კარბოქსითერაპია განსაკუთრებით კარგია ცელულიტთან საბრძოლველად. ინექციური მეთოდით კარბონის დიოქსინის შეყვანა უჯრედებში, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია დაგროვილი ცხიმის დასაშლელად.

 

4) შეიძლება ყველაფერი სცადეთ, დიეტაც, ვარჯიშიც და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით კონკრეტული ვიტამინებისა და ნუტრიციების კოქტეილი გჭირდებათ.

მეზოთერაპია თავისთავად კანში ინექციას გულისხმობს, ჩვენს შემთხვევაში კი ინექციას, რომელიც წვავს ცხიმს.

ძირითადად, ინექციები შეიცავს კონკრეტულ ნუტრიციებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ცხიმის დაწვაში. კოქტეილში შეიძლება შედიოდეს: ელკარნიტინი, B ვიტამინი, B12, ამინომჟავები და სხვა. ნებისმიერი ეს კომპონენტი ასრულებს უნიკალურ როლს ცხიმის წვის პროცესში, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში.

ნებისმიერი ეს მეთოდი ბევრად უფრო ეფექტურია დიეტასთან და ვერჯიშთან კომბინირებაში. ასევე აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია, რომელიც ჩვენს კლინიკაში უფასოა. კონსულტაციის ფარგლებში ჩვენი სპეციალისტები გირჩევენ რომელი მეთოდია თქვენთვის საუკეთესო. ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ გასახდომი და ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟების სერია - პროგრამასლიმინგი. სლიმინგიმოიცავს საკორექციო მასაჟს თერმო-გელით, სხეულის მოვლას გასახდომი შეფუთვებით ან ნიღბებით და LPG-თერაპიას (მექანოსტიმულაციას), რომელსაც გააჩნია მძლავრი ცხიმების დამშლელი და ანტიცელულიტური მოქმედება.

 

4 პროცედურა, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმისა და ცელულიტის მოშორებაში