ცხრა ჯადოსნური თვე: ორსულობა არის ბედნიერი პერიოდი, რომელიც სავსეა ემოციებითა და სიხარულით, თუმცა, ამავდროულად ორსული უნდა გაუმკლავდეს დიდ და მცირე უხერხულობებს, რომელიც დაკავშირებულია სხეულის შეცვლასთან. ორსულობისას კანზე ზიანდება კაპილარები და წარმოიქმნება სტრიები, ირღვევა სისხლის ცირკულაცია – აღინიშნება სითხის შეკავება, ლიმფური დრენაჟის შემცირება, სიმძიმე ფეხებში, ცელულიტის წარმოქმნა და ა.შ.
Icoone მკურნალობა გამოიყენება სწორედ ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
კანის დატენიანება და მოძრაობა, ტონუსში ყოფნა ორსულების საუკეთესო მეგობარია აღნიშულ პრობლემებთან საბრძოლველად, თუმცა Icoone პროცედურა დაგეხმარებათ სრულიად უსაფრთხოდ მიაღწიოთ კიდევ უფრო კარგ შედეგებს.
Roboderm® ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპარატი, იყენებს ინოვაციურ მიკრო-სტიმულატორების თავაკებს, რომლებიც ამასაჟებს კანს და ახორციელებს ე.წ. მულტი-მიკროალვეოლარულ სტიმულაციას. ქსოვილების ამგვარი სტიმულაცია აღწევს სიღრმეში და გავლენას ახდენს კაპილარებზე, ლიმფურ სისტემაზე და სისხლის მიკროცირკულაციაზე.
მასაჟი უშუალოდ მუცელზე არ ტარდება, თუმცა რბილი არაინვაზიური ქსოვილის სტიმულაციის წყალობით:
გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევა ხელს უშლის ცელულიტის გაჩენას და ცხიმის ლოკალიზებულ დაგროვებას, მშობიარობის შემდეგ კანი იძენს ტონუსს, ელასტიურობას და ორგანიზმს აქვს უნარი სწრაფად დაუბრუნდეს პირვანდელ ფორმას.