პიგმენტური ლაქები გაწუხებთ?

შემოდგომის დაწყებასთან ერთად დადგა ნამზეურით მიღებულ პიგმენტაციასთან ბრძოლის, მკურნალობის დროც.

კლინიკა ნუაჟში ხშირად მოგვმართავენ სხვადასხვა პიგმენტური დაზიანებებით: მზის ლენტგო, ყავისფერი ლაქები, მელაზმა, სებორეული კერატოზი, ჭორფლი და სხვა. პიგმენტური ლაქების არსებობა დამოკიდებულია მელანინის ჭარბ გამომუშავებაზე.

რას გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა პიგმენტაციებთან საბრძოლველად?

პილინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომლის მიზანია - კანის გარქოვანებული შრის მოცილება.

პილინგების სხვადაასხვა სახეობა არსებობს: მექანიკური, ქიმიური და ლაზერული.

პილინგი აღიავებს ჰიპერპიგმენტაციებს და ასევე ასუფთავებს ზედაპირს, ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს, უზრუნველყოფს კანის გამკვრივებას და გაახალგაზრდავებას, ებრძვის ფერისმჭამელებს, აკნეს და პოსტაკნეს, კანის რელიეფს ერთგვაროვანს ხდის და აღიავებს სახის ტონს.

ლაზერული პილინგი ჩვენთან Candela-ს კომპანიის Nordlys System-ის დანადგარით ხორციელდება.

ფრაქციული არააბლაციური გაახალგაზრდავება Frax 1550 გამოყენება მოქმედებს პიგმენტურ ლაქებზე, ამცირებს და ანადგურებს მათ.

გარდა ამისა, ლაზერული გაახალგაზრდავება ამცირებს სხვადასხვა სიღრმის ნაოჭებს, ასევე მკურნალობს პოსტაკნეს, ნაწიბურებს, სტრიებს და სხვა.

Nordlys System-ის დანადგარით შესაძლებელი ხდება პიგმენტაციების თანამედროვე მკურნალობა SWT (Selective Waveband Technology) - შერჩევითი ტალღების დიაპაზონის ტექნოლოგიით მკურნალობა. ამისთვის გამოიყენება ინტენსიური იმპულსური სინათლის გამოსხივების სისტემები (PR და VL აპლიკატორები).

პიგმენტაციის მკურნალობა ასევე შესაძლებელია მექანიკური პილინგის გამოყენებით - კლინიკა „ნუაჟში“ ჩვენ ხილის მჟავეებზე დაფუძნებულ ფრანგული ბრენდი სოსკინის ზედაპირულ პილინგებს ვიყენებთ. Clear Skin Peeling შეიცავს გლიკოლის, ფიტინის და კოიოს მჟავეებს და ეს პილინგი განკუთვნილია პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ და ფერდაკარგული დაღლილი კანის გასაცოცხლებლად.

კომპლექსური მკურნალობის დროს აქტიურად გამოიყენება ინექციური ტექნოლოგიებიც - კერძოდ, გამაღიავებელი მეზოთერაპია.

შვეიცარული პრეპარატი CELLBOOSTER Glow ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას, აუმჯობესებს სახის ფერს, აღადგენს და ღრმად ატენიანებს კანს, ასტიმულირებს კანის ბუნებრივ დაცვას.

შეიცავს ჰიალურონის მჟავის ბუსტერს, С ვიტამინს, ამინომჟავებსა და პეფტიდებს.

ფორმულა ღრმად ატენიანებს, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას (მელაზმა, ქლოაზმა, მზის ლენტიგო) და აღადგენს დერმის სტრუქტურულ მთლიანობას, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს კერატოზის ეფექტებს, აუმჯობესებს კანის ტონს.

სამხრეთ კორეის პრეეპარატი დერმაჰილ SB გამაღიავებელი ეფექტით:

Dermaheal SB გამაღიავებელი მეზოთერაპია (პიგმენტაციების მკურნალობა) - მელანინის სინთეზის შემცირების ხარჯზე აღიავებს პიგმენტაციებს და ასაკობრივ ლაქებს.

მეზოკოქტეილი შეიცავს პეფტიდებს, С ვიტამინს, არბუტინსა და მცენარეულ ექსტრაქტებს.

კოქტეილი სახის, ყელის, დეკოლტე ზონის და ხელის მტევნების დასამუშავებლად გამოიყენება.

 

ყველა ჩამოთვლილი მეთოდის კომპლექსში გამოყენება (პილინგი, SWT, მეზოთერაპია) ყოველთვის უფრო სწრაფი და ეფექტურია.

პიგმენტური ლაქები გაწუხებთ?