რუჯის შედეგად კანის სტრუქტურა უხეშდება, კანი განიცდის გაუწყლოვანებას, ქვეითდება მისი ელასტიურობა და დაჭიმულობა, რაც ნაოჭების ჩამოყალიბებისა და მათი გაღრმავების სასიშროებას ქმნის. ამიტომაც, ამ პერიოდში სასურველია, რომ დავეხმაროთ კანს: აღვადგინოთ მისი ჰიდრორეზერვი, გამოვკვებოთ იგი და ხელი შევუწყოთ რეგენერაციულ პროცესებს.
ამ დროს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს ესაჭიროება როგორც კოსმეტიკური საშუალებები, ასევე ხვადასხვა პროცედურა:
- 25 წლიდან 30 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი
ამ ასაკში კანისათვის რეკომენდებულია:
- სახის მოვლის სხვადასხვა პროცედურა: დამატენიანებელი, დამამშვიდებელი, მკვებავი, გამწმენდი; პრობლემური კანის მოვლა, კარბოქსითერაპია, პლაზმოთერაპია და სხვა;
- არაინექციური მეზოთერაპია (კრიოლიფტინგი, მეზოპერფექტი და სხვა);
- საჭიროების შემთხვევაში ტარდება სახის ზედაპირული და ღრმა წმენდა ან Hydra Facial-ის ტიპის სახის SPA-წმენდა და ა.შ.
- რეკომენდებულია სახის მასაჟიები და სხვადასხვა ნიღაბი;
- იშვიათად, ინტენსიური რუჯით დაზიანებული და მკვეთრად გამომშრალი კანის დროს ვიყენებთ ინექციური მეთოდებსაც (სუფთა ჰიალურონის მჟავის შეყვანა კანის ღღმა ფენებში - ბიორევიტალიზაცია);
- გაუხეშებული და გამომშრალი თმისთვის კეთდება თმის დამატენიანებელი ნიღბები ან მეზოთერაპია.
რაც შეეხება სახლის პირობებში კანის მოვლას, მოიხმარეთ სახის და თვალის დამატენიანებელი კრემები ან პრობლემური კანის კრემები + კვირაში 1-2-ჯერ დამატენიანებელი ნიღბები და აქტიურ მზეზე დამცავი საშუალებები spf 15-20.
- 30 წლიდან 35 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი
- სახის კომპლექსური SPA-წმენდა;
- ასაკ-საწინააღმდეგო სახის ღრმა დატენიანების მოვლა;
- არაინექციური მეზოთერაპია (ელექტროპორაცია, კრიოლიფტინგი და სხვა);
- თვალის ზონის მოვლის პროგრამები;
- პროფილაქტიკური მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია, კარბოქსითერაპია და ბიორევიტალიზაცია სუფთა ჰიალურონის მჟავით;
- ნაოჭების ჩამოყალიბებისას - ბოტულინოთერაპია (ბოტოქსი), რათა არ გაღრმავდეს ნაოჭები;
- საჭიროების შემთხვევაში - თმის ცვენის პრევენციული და სამკურნალო პროცედურები.
მოიხმარეთ სახის და თვალის გამაახალგაზრდავებელი კრემები ან პრობლემური კანის კრემები და აგრეთვე მზისგან დამცავი საშუალებები spf 15-20.
- 35 წლიდან 45 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი
- მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია, კარბოქსითერაპია და კომპლექსური ბიორევიტალიზაცია;
- საჭიროების შემთხვევაში - ბოტულინოთერაპია და შემავსებლები;
- თვალის ზონის ინექციური პროგრამები;
- სახის კომპლექსური SPA - წმენდა და მოვლა ;
- სახის ფირმინგ და ლიფტინგ მოვლა;
- საჭიროების შემთხვევაში - სახის ზედაპირული და ღრმა წმენდა;
- თმის ცვენის პრევენციული და სამკურნალო პროცედურები.
მოიხმარეთ სახის და თვალის გამაახალგაზრდავებელი, ლიფტინგ კრემები, შრატები, სილამაზის ელექსირები და აგრეთვე მზისგან დამცავი კრემი spf 15-20.
- 45 წლიდან 55 წლამდე და ზევით ასაკობრივი ჯგუფი
- პლაზმოთერაპია, კომპლექსური და ლიფტ-ბიორევიტალიზაცია ;
- პლაზმოთერაპია ან კომბინირებული პლაზმო-ბიორევიტალიზაცია;
- საჭიროებისამებრ - შემავსებლები და ბოტულინოთერაპია;
- თვალის ზონის ინექციური პროგრამები;
- სახის კომპლექსური SPA მოვლა;
- საჭიროების შემთხვევაში - თმის ცვენის პრევენცია და აქტიური სამკურნალო პროგრამები;
მოიხმარეთ სახის და თვალის აქტიური ასაკ-საწინააღმდეგო შრატები და კრემები მკვებავი, ლიფტინგური, დამატენიანებელი და აღმდგენი ეფექტებით, აგრეთვე სილამაზის ელექსირები და მზისგან დამცავი საშუალებები spf 15-20.
მიაკითხეთ თქვენს კოსმეტოლოგს, იგი შეგირჩევთ კანის მოვლის საშუალებებსა და სამკურნალო პროგრამებს, რომ შემოდგომას დახვდეთ მომზადებული.
*თუ რუჯი ახალია, აქტიურია და თქვენ გსურთ იგი რაც შეიძლება მეტ ხანს შეინარჩუნოთ, ამ შემთხვევაში 1 თვე თავი უნდა შეიკავოთ ქიმიური პილინგის, ლაზერული დერმაბრაზიის (ე.წ. „შლიფოვკის“), ბრაშინგის და ამდაგვარი პროცედურებისაგან.