სახის პროფესიონალური ღმა წმენდის პროცედურა განკუთვნილია მკვდარი უჯრედების მოცილების, ფორების გაწმენდისა და ზოგადი სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.
რატომ უნდა გავიკეთოთ აღნიშნული პროცედურა:
- მოგაცილებთ შავ წერტილებს და გამონაყარს
- მოგაშორებთ მკვდარ ქსოვილებს და ხელს შეუწყობს უჯრედების განახლების პროცესს
- გაგიუმჯობესებთ კანის ფერს
- განდევნის ტოქსინებს და უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას
- აღგიდგენთ კანის ელასტიურობას
რადგან კანის ზოგადი მდგომარეობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის გარემოს ზემოქმედებაზე, ზუსტი ფორმულა რამდენად ხშირად უნდა გაიკეთოთ სახის ღრმა წმენდის პროცედურა არ არსებობს. სიხშირე დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, კანის მოვლის რუტინასა და უშუალოდ კანის ტიპზე. ზოგადად, ნორმალური ტიპის კანისტვის პროცედურა რეკომენდებულია 3-4 თვეში ერთხე. მშრალი კანისთვის 6 თვემდე იზრდება რეკომენდებული შუალედი პროცედურებს შორის. რაც შეეხება პრობლემურ კანს, პროცედურების სიხშირე დება ინდივიდუალურად, პრობლემიდან გამომდინარე.
სახის გაწმენდა კოსმეტოლოგიური აპრატის და ხელის მეშვეობით. შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
- დემაკიაჟი: სახის, კისრისა და დეკოლტე–ზონების გაწმენდა კოსმეტიკური რძითა და ტონერით - კოსმეტიკური საშუალებების და ე.წ. „ ქუჩის ჭუჭყის“ მოშორება;
- ბრაშინგი: ჯაგრისით გაწმენდა დასაბანი გელის გამოყენებით - სახის ზედაპირზე კვდარი უჯრედების პირველადი მოშორება;
- ულტრაბგერითი წმენდა: კანის წმენდა ულტრაბგერითი ნიჩბით სქრაბის გამოყენებით - ეპიდერმისის ზედაპირის დეტალური გაწმენდა;
- 15% გლიკოლის პილინგი: კანის დამუშავება ხილის მჟავით -გასუფთავება კანის ზედაპირის მაქსიმალურ სიღრმემდე - ზედაპირულ დერმამდე;
- ფაზა 1: ფორების გახსნა - სპეციალური პილინგის გამოყენებით ფორების გასახსნა ორთქლის გარეშე (კაპილარების დაზოგვა);
- ფორების გახსნა: ფორების გამხსნელი გელის გამოყენება კანის გაფხვიერებასა და ფორების საბოლოო გახსნისთვის;
- კომედონების ექსტრაქცია - ფერისმჭამელების ხელით ამოღება;
- ფაზა 2: სპეციალური ხსნარის გამოყენება დეზინფექციისათვის და ფორების დასახურავად;
- დარსონვალიზაცია: სახის დამუშავება დარსონვალის აპარატით - შეხორცება, განმეორებითი დეზინფექცია, ფორების საბოლოო დახურვა;
- ნიღაბი: დამამშვიდებელი, ანთების და სიწითლის საწინააღმდეგო, შემახორცებელი და ამღდგენი მოქმედება;
- SOSKIN : სოსკინის კრემი-მატიფიანტის კანზე დატანა.
პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ ჩვეულ ცხოვრების რიტმს.