ბევრი ძალისხმევის მიუხედავად, ხშირად რთულია არასასურველი, ჩამჯდარი ცხიმებისა და ცელულიტის გაქრობა. არაჯანსაღი კვების, ჰორმონალური დარღვევის, გენეტიკისა და ორსულობის გამო ცელულიტის მოშორება დიდ დროს მოითხოვს. რას იწვევს ზედმეტი ცხიმი და რა არის ცელულიტი?
ცელულიტის მავნე თვისებები გამოიხატება:
იმის გათვალისწინებით, რომ ცხიმის დაგროვების მატებას თან არ ახლავს სისხლძარღვთა შესაბამისი ზრდა, მდგომარეობა უარესდება და ევოლუციის მანკიერ ციკლს გადის: ნაკლები სისხლის მიწოდება, მეტაბოლიზმის დაქვეითება, ცხიმის დეპონირება, შეცვლილი შემაერთებელი ქსოვილი, ფიბროზი, ცხიმგროვები და ცელულიტი.
როდესაც ადამიანი დიეტისა და აქტიური ცხოვრების მიუხედავად ამ პრობლემით მოგვმართავს, ჩვენი კლინიკა მუდმივად განსხვავებულ პროცედურებს სთავაზობს. მათ შორის არის ახალი აპარატები: COOLTECH და RF-Imperium MED 400 ❗️.
აღნიშნულ პრობლემას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და ამ ორი აპარატის კომბინირებული კურსი, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე გახდა ერთ-ერთი ეფექტური გზა, ცელულიტის და ჭარბი წონის დასამარცხებლად.
მკურნალობის კურსი იწყება CoolTech კრილიპოლიზის პროცედურით, რომლის დროსაც გამოიყენება კონტროლირებადი ცივი სისტემა: პროცედურის მსვლელობის დროს 1 ან 2 აპლიკატორი მაგრდება დასამუშავებელ ზონაზე, ირთვება ფაქიზი მაგრამ ძლიერი ვაკუუმი, ცხიმოვანი ნაკეცი იწოვება აპარატით და იწყება მისი კონტროლირებადი გაგრილება -8°C -მდე 45-დან 70 წუთის განმავლობაში, რაც იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის კონტროლირებად აპოპტოზს (თვითლიკვიდაციას). იმუნური სისტემა უზრუნველყობს განადგურებული ცხიმოვანი უჯრედების ორგანიზმიდან ბუნებრივი (ლიმფური) გზით მოშორებას. ცხიმის დაშლის პროცესი მე-15 დღიდან იწყება და 90 დღემდე გრძელდება. შედეგად დამუშავებული უბნის ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა მცირდება. 1-3 პროცედურაში მოგცემთ კლინიკურად დადასტურებულ ეფექტს. ყოველი პროცედურა დამუშავებული ზონიდან აქრობს 25%-40%-მდე ცხიმს. პროცედურის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ, სასურველია ორგანიზმს დავეხმაროთ ცხიმოვანი უჯრედების გამოდევნაში. სწორედ ამიტომ სასურველია კრიოლოპოლიზის პროცედურის ჩატარებიდან 2 კვირის შემდეგ ჩავიტაროთ რადიოტალღური ThermoGym კომპლექსური მკურნალობის კურსი.
RF-Imperium MED 400 სრულიად ინოვაციური ტექნოლოგიაა სხეულის სასურველი ფორმების მისაღწევად. RF-ლიფტინგი, იგივე ThermoGym ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის წარმოქმნას, ცხიმის დაშლის პროცესსა და მის დრენირებას, გამოდევნას ორგამიზმიდან. აღნიშნული პროცედურა დაგეხმარებათ უმოკლეს დროში მიიღოთ სასურველი შედეგი.
პროცედურის მოქმედების პრინციპი - RF იმპულსები (რადიოტალღები) იწვევს ქსოვილების გათბობას მაღალ ტემპერატურამდე (დაახლოებით 42°C), რაც იწვევს კოლაგენის ბოჭკოების გასქელებას, შედეგად ფორმირდება საკუთარი ბოჭკოებისაგან კანქვეშა კარკასი. კარკასი ჭიმავს კანს, RF -სტიმულაციის შედეგად მიიღწევა მძლავრი ლიფტინგური ეფექტი. წარმოიქმნება ახალი კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზი. უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია, ხდება სისხლძარღვების ელასტიურობის აღდგენა. რადიოსიხშირული მოქმედება (RF) ხელს უწყობს ლიპოლისზის პროცესს (კანქვეშა ცხიმების დაშლას). აპარატს აქვს 12 განსხვავებული პროგრამა, რომელიც ერგება პაციენტის ნებისმიერ მოთხოვნას.
აქედან გამომდინარე COOLTECH და RF-Imperium MED 400 მოგვცემს სასურველ და გრძელვადიან შედეგს.