ყველაფერი ბოტოქსის შესახებ

ყველა ვიცნობთ ერთ ადამიანს მაინც, რომელმაც ბოტულინოთერაპია ჩაიტარა და მისი კანი ახლა იდეალურად გამოიყურება. ერთი შეხედვით, ბოტოქსი მომენტალური გამოსავალია მიმიკური ნაოჭების გასაქრობად. ყოველწლიურად საშუალოდ 6 მილიონი ბოტულინოთრაპია ტარდება, რაც ამყარებს იმ ფაქტს, რომ ეს ყველაზე პოპულარული ესთეტიკური პროცედურაა. ამის მიუხედავად, უამრავი მითია გავრცელებული ბოტულინოტოქსინის შესახებ, მათს შორის უკუჩვენებებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, განვიხილოთ ყველაზე აქტუალური კითხვები და ერთად ვნახოთ რომელი ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.

 

  1. რა არის ბოტოქსი?

ბოტულინოტოქსინი  ნატურალური ბაქტერიაა, რომლის მინიმალური რაოდენობით გამოყენებაც იწვევს მიმიკური ნაოჭების გაქრობას. ამასთანავე, მეთოდი გამოიყენება ჭარბოფლიანობის, შაკიკის და სხვადასხვა სამედიცინო ჩვენების დროს.

  1. როგორ მუშაობს ბოტულინოტოქსინის ინექცია?

კუნთის მოძრაობისთვის აუცილებელია ნერვულმა უჯრედებმა გადასაცენ სიგნალი კუნთს. ბოტულინოტოქსინის ინექცია ბლოკავს ნერვულ იმპულსს, რომელიც პასუხისმგებელია მიმიკური კუნთის მოძრაობაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ბოტულინოთერაპიის შემდეგ მიმიკით გამოწვეული ნაოჭები ზედაპირულად შეუმჩნეველი ხდება.

  1. რომელ ზონაზე შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბოტოქსის ინექცია?

ესთეტიკურ მედიცინაში აღნიშნული მეთოდი ფართოდ გამოყენებადია, გაწერილია პროცედურის პროტოკოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს პროფესიონალი ექიმის მიერ. ბოტოქსის ინექციები შეგიძლიათ გაიკეთოთ შუბლის, თვალისა და წარბებსშორის ზონაზე.

  1. რამდენ ხანში დგება შედეგი?

პრეპარატი მუშობას იწყებს პროცედურიდან 48 საათში, სრული შედეგი კი დგება 14 დღის შემდეგ.

  1. რამდენი ხანი ნარჩუნდება შედეგი?

აღნიშნული საკითხი ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ ეფექტი ნარჩუნდება 3 თვიდან 6 თვემდე.

  1. ახასიათებს თუ არა პროცედურას უკუჩვენებები?

პროცედურის შემდეგ შეიძლება შეიმჩნეოდეს სიწითლე გაკეთებულ ზონაზე. სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ბოტულინოთერაპიას არ ახასიათებს.

  1. რა ღირს ბოტულინოთერაპია?

თითოეული ზონის ფასი 150 ლარია, ჯამში კეთდება სამი ზონა.

  1. მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

პროცედურას თან ახლავს ინექციის დისკომფორტი. სხვა ნებისმიერ პროცედურასთან შედარებით, ბოტოქსი მნიშვნელოვნად უმტკივნეულოა.

რაც შეეხება მითებს, ყველაზე გავრცელებული მითი ასაკობრივი შეზღუდვაა. ადრეულ ასაკში ბოტოქსის ინექცია პრევენციაა შემდგომში გავითარებული მიმიკური ნაოჭებისთვის. იმ ადამიანებისთვის, ვინც აქტიური მიმიკით ხასიათდება ბოტულინოთრაპია გამართლებულია.

ყველაფერი ბოტოქსის შესახებ