დიოდური ეპილაცია Venus Velocity

თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ბოლო მოუღოთ რეგულარულად გაპარსვას და მოიცილოთ არასასურველი თმა, ხშირად დასმული კითხვები დიოდური ლაზერით თმის მოცილების პროცედურასთან დაკავშირებით დაგეხმარებათ დაიწყოთ კურსი და მიიღოთ გარანტირებული შედეგი.

 

ვისთვის არის განკუთვნილი პროცედურა?

 

პროცედურა განკუთვნილია მათთვის, ვისაც Venus Velocity-ის გამოყენებით სურს სამუდამოდ განთავისუფლდეს არასასურველი თმისგან.

 

მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

 

პროცედურის დაწყებისას ინგრძნობთ მსუბუქი წვის შეგრძნებას. აპლიკატორს ჩაშენებული აქვს ახალი თობის გაგრილების სისტემა, რომელიც შეგიმსუბუქებთ პროცედურის თანმხლებ დისკომფორტს. მტკივნეულობა დამოკიდებულია სამკურნალო ზონაზე, რადგან კონკრეტული სხუელის ნაწილები ბევრად უფრო სენსიტიურია.

 

რამდენი პროცედურა უნდა ჩაიტაროთ შედეგის მისაღებად?

 

Venus Velocity-ის დიოდური ლაზერით თმის მოცილების კურსი სამუდამოდ ამცირებს თმის ზრდის პროცესს. ზოგადად კურსი შედგება 6-8 პროცედურისგან, თუმცა შედეგი დამოკიდებულია ინდივიდუალურად თმის სსქეზე, ფერსა და მოცულობაზე.

 

პროცედურის შემდგომი რეკომენდაციები

 

პროცედურის დაწყებამდე კანი უნდა იყოს გაწმენდილი ლოსიონების, კრემებისა და ნებისმიერი ტიპის კოსმეტოლოგიური საშუალებებისგან. პროცედურის შემდეგ უმჯობესია მოერიდოთ მზის სხივებს 2 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებული პოსტპროცედურული შეზღუდვები მეთოდს არ ახასიათებს.

დიოდური ეპილაცია Venus Velocity