ეფექტური ვიზიტი ექიმ-კოსმეტოლოგთან

თუ პირველივე ვიზიტისას, ექიმი პირდაპირ ბოტულინოთერაპიას შემოგთავაზებთ, თამამად შეგიძლიათ გამობრუნდეთ და გამოიხუროთ კარი.

 

პაციენტი, რომელიც მიდის კოსმეტოლოგიურ კაბინეტში, ესთეტიკურ ცენტრსა თუ კლინიკაში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იქ დახვდება პროფესიონალი, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი. პირველივე ვიზიტის დროს აუცილებელი ეტაპია რომ ექიმმა დაათვალიეროს სუფთა კანი. განსაზღვროს კანის ტიპი და რაც მთავარია სწორად შეკრიბოს ანამნეზი. ექიმი პირველი ვიზიტისას უნდა დაინტერესდეს როგორ უვლის პაციენტი ყოველდღე კანს, ამჟამად იღებს თუ არა რაიმე წამალს, აქვს თუ არა ქრონიკული დაავადება ან ალერგია. მხოლოდ სრულფასოვანი ანამნეზის შეკრების შემდეგ აქვს უფლება ექიმ-კოსმეტოლოგს შეადგინოს პროცედურების ინდივიდუალური პროგრამა, განიხილოს ის პაციენტთან და ამოირჩიოს მასთან შეთანხმებით სასურველი გზა. ასევე აუცილებელია გულახდილად უპასუხოთ მის ყოველ კითხვას. არ უნდა გავასაიდულმოთ ის მედიკამენტები რასაც რეგულარულად ვიღებთ, იქნება ეს ანტი-დეპრესანტი თუ კონტრაცეპტივი. აღნიშნული ინფორმაცია აუცილებლად კონფიდენციალურია. სწორედ ამიტომ, კლინიკა ნუაჟში კონსულტაცია არის უფასო, რათა მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი მიიღოთ თქვენ კითხვებზე და სპეციალისტთან ერთად შეარჩიოთ მკურნალობის საუკეთესო გზა.

 

ექიმი-დერმატოლოგი არასდროს უნდა ირჩევდეს ერთ პროცედურას და ყოველთვის უნდა სთავაზობდეს პაციენტს რამდენიმე ალტერნატივას. იგი ვალდებულია მოუსმინოს პაციენტს, გაიგოს რის გამო მივიდა მასთან, შემდეგ აუხსნას არის თუ არა მიზანშეწონილი სასურველი პროცედურა. ექიმი უნდა ერკვეოდეს იმ პროდუქციაში, რითაც თავად სარგებლობს კაბინეტში, ეს ეხება როგორც ინექციას, ასევე ზედაპირულ მოხმარების საშუალებას. კლინიკა ნუაჟში პროცედურების დროს გამოიყენება სოსკინის პროფესიონალური პროდუქცია, რომელსაც აქვს 5 პროფესიური ხაზი და 120 -ზე მეტი განსხვავებული პროდუქცია. ჩვენი პროფესიონალების გუნდი ნებისმიერი პრობლემის და ტიპის კანს შეურჩევენ სასურველ ხაზს. რაც შეეხება ინექციებს ამ დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და ავრჩიოთ გამოცდილი სპეციალისტი.

 

ხშირად გვგონია რომ ჩვენი კანი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში და ამის გამო დაძაბულები ვართ. უნდა გვახსოვდეს,რომ ექიმმა არასდროს უნდა განსაჯოს თქვენი კანი ისინი სწორედ იმისთვის არიან, რომ დაგეხმარონ, აგარჩევინონ თქვენი კანისთვის სასურველი პროდუქცია.

ეფექტური ვიზიტი ექიმ-კოსმეტოლოგთან