კაპილარები, ვენები, პიგმენტური ლაქები, პოსტაკნე, სტრიები, გაღიზიანებული კანი - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მრავალ ჩვენგანს აწუხებს და უმრავლესობა ებრძვის.
დღეს, როდესაც ესთეტიკური მედიცინა საკმაოდ დახვეწილი და განვითარებულია მრავალი მეთოდი არსებობს მსგავს პრობლემებთან გასამკლავებლად.
ჩვენ მოგიყვებით მეთოდის შესახებ, რომელიც ესთეტიკურ მედიცინაში ოქროს სტანდარტად ითვლება.
კლინიკა ნუაჟში ყველა ამ პრობლემასთან გამკლავება Nordlys-ის აპარატითაა შესაძლებელი. ეს ინოვაციური აპარატი სანგრძნობლად განსხვავდება კონკურენტებისგან და დაფუძნებულია ინტენსიური იმპულსური სინათლის გამოსხივებაზე.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სისტემას შეუძლია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემასთან გამკლავება, რაც ხელს უწყობს დროის, ენერგიისა და სახსრების დაზოგვას. ინტენსიური იმპულსური სინათლის ნათება წარმაოდგენს ქსენონის იმპულსური ნათურის ფართოზოლოვან შუქის ნათებას. ეს გამონათება ფოტოკამერის „ფლეშის“ მსგავსია. ლაზერისგან განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ ერთი ფერის სინათლეა, მაგალითად, ლაზერული საჩვენებელი ფანქარი, რომელსაც პრეზენტაციების მდროს გამოიყენებენ ხოლმე. სინათლე, რომელიც გამომუშავდება ინტენსიური იმპულსური შუქის ნათურით, იქმნება სხვადასხვა სიგრძის (ფერის) ტალღებით და იგი შეიძლება შევადაროთ ჯიბის „ფანრის“ გაფანტულ ნათებას.
მკურნალობა, რომელსაც Nordlys გვთავაზობს სხვა აპარატებთან შედარებით გაცილებით ზუსტი და სწრაფია, რადგან გააჩნია შერჩევითი გამოსხივების პრინციპი, რაც საშუალებას გვაძლევს არ დავაზიანოთ მიმდებარე ქსოვილი და დავუმიზნოდ უშუალოდ პრობლემურ ადგილს.
მეთოდი ასევე უზრუნველყოფს სწრაფ შედეგს. Nordlys-ს გააჩნია უნარი შეცვალოს მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად, პაციენტის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რაც გამორიცხავს სხვადასხვა სპეციალისტსა და კლინიკაში ვიზიტის აუცილებლობას.
აპარატი გამოშვებულია დანიური კომპანია Ellipse-ის მიერ. NORDLYS SYSTEM აღჭურვილია 2 ლაზერული (Frax, Nd Yag) და 2 ინტენსიური იმპულსური სინათლის გამოსხივების (PR, VL) სისტემებით.
ჩვენი გამოცდილი დერმატო-კოსმეტოლოგებისა და უახლოესი ტექნოლოგიების დახმრებით კაპილარები, ვენები, პიგმენტური ლაქები, პოსტაკნე, სტრიები, გაღიზიანებული კანი პრობლემას აღარ წარმოადგენდეს.