ზოგადი ჯანმრთელობისთვის ვიტამინები აუცილებელია. კანი ჩვენი სხეულის ის ორგანოა, რომელზეც არანაკლებ ავლენს გავლენას ვიტამინების დეფიციტი. როდესაც კანს არ ვუვლით დაბალანდებული, ვიტამინებით გაჯერებული მოვლის საშუალებებით ვიღებთ მოდუნებულ, გამომშრალ, დაბერებულ და გაღიზიანებულ სტრუქტურას. ასევე აღსანიშნავია, რომ კანზე დატანილი ვიტამინები ძალიან ეფექტურად შეიწოვება.
რატომ უნდა გამოვიყენოთ საცხი, რომელიც გაჯერებულია A ვიტამინით?
A ვიტამინს აქვს ძლიერი ანტი-ასაკობრივი თვისებები. რეტინოლი კანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი A ვიტამინის დევირატია, რომელიც თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება თუ გაწუხებთ დაბერების ნიშნები და ნაოჭები. აღნიშნული ვიტამინი ხელს უწყობს კანის აღდგენას, გაჯანსაღებას, გამკვრივებასა და გაახალგაზრდავებას, იგი ასევე არეგულირებს ცხიმის გამოყოფის პროცესს.
რა მოქმედება აქვს ვიტამინ B3-ს?
აღნიშნული ვიტამისი აუცილებელია როგორც სახის, ისევე ტანის მოვლის პროდუქტებში. B3 აგლუვებს კანს, ამცირებს გაღიზიანებას, აქვს ანტი-ბაქტერიული მოქმედება, ებრძვის ფორებს და გამონაყარს. აღნიშნული ვიტამინი ასევე ებრძვის პიგმენტაციას, რადგან ამცირებს მელანინის გამოყოფას კანის ზედაპირზე.
რატომ C ვიტამინი კანის მოვლის საშუალებებში?
C ვიტამინი კანის მოვლის რუტინაში ძლიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან სიგლუვეს და გააჩნია იდეალური ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლის ხარჯზეც ებრძვის კანის დაბინძურებას. აღნიშნული ნივთიერება ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რაც უზრუნველყოფს ჯანსა, მკვრივ კანის სტრუქტურას.
რას ნიშნავს E ვიტამინის შემცველობა საცხში?
საცხში შემავალი E ვიტამინი კანზე წარმოქმნის ანტიოქსიდანტების არმიას, რომელიც იცავს კანს დაბინძურებისგან, მზის მავნე ზემოქმედებისა და თავისუფალი რადიკალების გამოყოფისგან, რომელიც დაბერების ნიშნების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია მიზეზია. აღნიშნული ნივთიერება გასდაკუთრებით საჭიროა ძალიან მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის, რადგან გააჩნია დამატენიანებელი და აღდგენითი თვისებები.
რატომ ვიტამინი F?
F ვიტამინი მჟვაა ომეგა 3-ის ოჯახიდან, რომელიც წარმოქმნის ძლიერ ბარიერულ ფუნქციას, რათა დაიცვას კანი დბაინძურებისა და ბაქტერიებისგან. ეს ნივთიერება ასევე გამოიყენება ფსორიაზისა და ეგზემის სამკურნალოდ, რადგან აქვს გაღიზიანების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი თვისებები.
შესაბამისად, ვიტამინები ჩვენი კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დეფიციტი იწვევს მოდუნებულ, გამომშრალ, დაბერებულ კანის სტრუქტურას.