როგორ მოვუაროთ სხეულს - გაუხეშებული, გამომშრალი, არაერთგვაროვანი კანი.

ზაფხულის უქმე დღეების დასასრულს თავს დასვენებულად და განტვირთულად ვგრძნობთ. სამწუხაროდ, ჩვენი კანი სულაც არ არის იმავე მდგომარეობაში. ყველაფერი იწყება პირველი რუჯით, რის შემდეგ რეგულადურად ვიღბთ მზის აბაზანებს, აქტიურად ვატარებთ დროს ქლორიან თუ მარილიან წყალში, გამუდმებით ვიმყოფებით კონდიცირებად სივრცეებში. შემოდგომის პირველ დღეებში უკვე მკვეთრად შესამჩნევია გაუხეშებული კანის ზედაპირი, სადაც მკვდარი უკრედები აქტიურად აკუმულირდება. UV გამოსხივების შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ხელს უშლის კანის მიერ კოლაგენის გამომუშავებას სიტუაციას უფრო ამძიმებს. მოკლედ, გაუხეშებული კანი, პიგმენტური ლაქები, არაერთგვაროვანი სტრუქტურა და გამომშრალი ზედაპირი სეზონის ყველაზე აქტუალური პრობლემაა.

სწორედ ამიტომ, ზაფხულის შემდეგ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. განვიხილავთ რა გზით შეიძლება გავუმკლავდეთ აღნიშნულ პრობლემებს.

პირველ რიგში, თქვენს კანს სჭირდება მკვდარი უჯრედებისგან განთავისუფლება. კლინიკა ნუაჟის პროფესიონალთა გუნდმა შეიმუშავა პროცედურა, რომელიც მორგებულია სეზონის ყველაზე მწვავე პრობლემებზე. აღნიშნული პროცედურის პრიველი ეტაპი სწორედ ექსფოლიაციაა. პროფესიონალური ფრანგული ბრენდის SOSKIN პროდუქციის გამოყენებით, ჩვენი ტანის სპეციალისტები ამუშავებენ სხეულის თითოეულ მილიმეტრს.  შედეგად, კანის ზედაპირიდან სრულად შორდება მკვდარი უჯრედებისა და დაბინძურების კვალი. აღნიშნული ეტაპი ასევე მნიშვნელოვანია კანის დატენიანებისთვის მოსამზადებლად, რადგან აკუმულირებული ჭუჭყი ხელს უშლის დამატენიანებელ საშუალებებს შეაღწიონ ღრმად კანის სტრუქტუაში.

როგორც ალბათ უკვე მიხვდით, შემდეგი ეტაპი დატენიანებაა, რომლის დროსაც ხდება სხეულის ინტენსიური მოვლა.  ხშირად მთავარი შეცდომა დამატენიანებელი პროდუქტის შერჩევის დროს ძალიან ცხიმიანი და მდიდარი სტრუქტურის საცხის არჩევაა. ეს უკანასკნელი ერთი შეხედვით იდეალურად ატენიანებს კანს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სქელი სტრუქტურის კრემები ვერ აღწევს ღრმად კანის სტრუქტურაში. სწორედ ამიტომ, სხეულის ინტენსიური დატენიანების პროცედურის დროს ასევე ვიყენებთ SOSKIN-ის პროფესიონალურ პროდუქტს, რომელიც კლინიკურად დადასტურებულ შედეგს მოგცემთ.

ჰიპერპიგმენტაცია შემოდგომის სეზონის კიდევ ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ გაჩნას მზის მავნე UV გამოსხივება იწვევს. ასეთ დროს აუცილებელია მათეთრებელი პროდუქტის შერჩევა კონკრეტულად თქვენი ტიპის კნისთვის. ასეთი საცხების ინტეგრირება თქვენს ყოველდღიურ რუტინაში ხელს შეუწყობს ეტაპობრივად ლაქების სრულად გაქრობას. ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი რეკომენდაციას უწევს Gatineau პრემიუმ კლასის კანის მოვლის პროდუქტის ხაზს White Plan, რომელიც ასევე მოგცემთ კლინიკურად დადასტურებულ შედეგს.

 

როგორ მოვუაროთ სხეულს - გაუხეშებული, გამომშრალი, არაერთგვაროვანი კანი.