ARKOFLUIDS® კომფორტული მონელებისთვის: მისი მიღება უმჯობესია ღვიძლის პრობლემების მკურნალობისას, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, დიდი წვეულებებისა და არაჯანსაღი სადილების შემდეგ.
შემადგებლობა: ყოველი ერთი ამპულა შეიცავს:მცენარეების ექსტრაქტი: 7.4გ,კონცენტრირებული შავი ბოლოკის წვენი: 1.6 გ, კონცენტრირებული ვაშლის წვენი: 1.6 გ
არტიშოკი უზრუნველყოფს ღვიძლის განთავისუფლებას ტოქსინებისა და ცხიმებისგან.
ანგელოზა ხსნის შებერილობის შეგრძნებას, როზმარინი კი ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
შავი ბოლოკი -ღვიძლის გამწმენდი, აჩქარებს ღვიძლის ფუნქციას და სწრაფად ამუშავებს შემწვარი საკვების ,ალკოჰოლის, შოკოლადისა და მედიკამენტებისგან დატოვებულ ნარჩენებს.
გამოყენების წესები: მისი მიღება რეკომენდირებულია 12 წლიდან.
დღიური ნორმაა ერთი ამპულა საუზმემდე. მნიშვნელოვანია, დაიცვათ რეკომენდირებული დოზები. არაა რეკომენდირებული ორსულებისთვისა და მეძუძური დედებისთვის.
გაითვალისწინეთ პროდუქტის ბუნებრივი მახასიათებლები, გახსნისას შეიძლება მცირე რაოდენობით გადმოიღვაროს, თუმცა ეს ხარისხზე არ მოქმედებს.
გახსნამდე, ამპულის ორივე ბოლო თითებით დაამუშავეთ და ქაღალდის ხელსახოცის დახმარებით, ეტაპობრივად, ჯერ მოხსენით ერთი დაბოლოდება და არსებული სითხე მოათავსეთ შესაბამის ჭურჭელში, შემდეგ იგივე პრინციპით - მეორე. დაამატეთ 125 მლ წყალი ან ხილის წვენი. საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინგრედიენტები: ორგანული მცენარეული ექსტრაქტი (350მგ ორგანული არტიშოკის მცენარისგან მიღებული, 315 მგ ორგანული როზმარინის ფოთოლი (ROSMARINUS OFFICINALIS) და 315 მგ ანგელოზას ფესვი), კონცენტრირებული ორგანული შავი ბოლოკის წვენი (RAPHANUS SATIVUS VAR. NIGER), კონცენტრირებული ორგანული ვაშლის წვენი (MALUS DOMESTICA).