ARKOROYAL® ძლიერი იმუნიტეტისთვის - იმუნიტეტის გასაძლიერებელი მცენარეული ვიტამინია თხევადი ამპულის ფორმით, შეიცავს ფუტკრის 5 პროდუქტს - ფუტკრის რძეს, ორი სახის პროპოლისს, მანუკას თაფლს ,ყვავილის მტვერს და აგრეთვე ექინაცეას. ფუტკრის პროდუქტები ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაუმჯობესებასა და გაძლიერებას. დასალევ ამპულას უკეთესი შეღწევადობა აქვს და შექმნილია კონსერვანტების, საღებავებისა და ქიმიური პესტიციდების გარეშე.
შემადგენლობა: ყოველი ერთი ამპულა შეიცავს: ფუტკრის რძე-500მგ, ყავისფერი პროპოლისი-150მგ, მწვანე პროპოლისი-150მგ, ყვავილის მტვერი-38მგ,მანუკას თაფლი-38მგ, ექინაცეა-5,14მგ
გამოყენების წესები: დაშვებულია 3 წლიდან. მიიღეთ 20 დღის განმავლობაში დღეში ერთი ამპულა დილით საუზმის დროს, სასურველია განზავებული იყოს 200 მლ წყალში ან ხილის წვენში. არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვისა და მეძუძური დედებისთვის.
ასევე, საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინონ იმ პირებმა, ვისაც აღენიშნებათ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე. აგრეთვე დასაშვებია დანამატის მიღება კვირაში 4-ჯერ ერთი ამპულა 5 კვირის განმავლობაში.
შეგიძლიათ გაიმეოროთ წელიწადში რამდენჯერმე დროის გარკვეული ინტერვალით. შემადგენლობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გახსნამდე შეანჯღრიოთ ამპულა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
ინგრედიენტები: ექინაცეას ფესვის ექსტრაქტი (ECHINACEA PURPUREA (L.) MOENCH), როაილ ჟელე, ყვავილის თაფლი, კონცენტრირებული ფორთოხლის წვენი ( CITRUS SINENSIS (L) OSBECK), ყავისფერი პროპოლისის ექსტრაქტი, მწვანე პროპოლისის ექსტრაქტი, მცენარის მტვრის ექსტრაქტი, მანუკას თაფლი.