ოსტეოპათიური მკურნალობა

ოსტეოპათიას უწოდებენ მკურნალობის შედარებით ახალ მეთოდს, რომელიც ეფუძნება ხელებით ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილზე. ოსტეოპათი ადამიანს განიხილავს არა როგორც ცალკეული ორგანოების, კუნთების, ძვლების, იოგების ერთობლიობას, არამედ როგორც ერთიან თვითრეგულირებად სისტემას. ხელების საშუალებით  ოსტეოპათს შეუძლია შეაფასოს ქსოვილების  (მაგალითად, კუნთების, ფასციების) მოძრაობა, განლაგება, შეკუმშვის რითმი, სიმკვრივე და ტემპერატურაც კი. ასევე ხელების დახმარებით, მათი თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით, შესაძლებელია დადგენილი ცვლილებების კორექცია. მეთოდის ფასეულობა იმაშია, რომ შესაძლებელია დაავადების „გამოჭერა“ და შეჩერება მისი განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიებში, როდესაც არც ანალიზები, არც ექო, არც რენტგენი არ აჩვენებს დაავადების სიმპტომებს. რადგანაც არ გამოიყენება ქიმიური პრეპარატები, მეთოდი უსაფრთხოა და მისი გამოყენება შესაძლებელია ახალშობილებსა და ორსულ ქალებში. ოსტეოპათია მკურნალობის აღიარებული მეთოდია როგორც რუსეთში, ისე ევროპასა და აშშ-ში. ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ოსტეოპათიის შემთხვევაში ეს არის ახლებური გამოყენება ძველად გავრცელებული მკურნალობის მეთოდებისა. მაგალითად, ძველ ჩინურ მედიცინაში გამოცდილ ექიმს შეეძლო ადამიანის პულსის ათასამდე ნაირსახეობის გარჩევა.

 

 

პროცედურის დასახელება

 

კონსულტაცია ოსტეოპატთან

80₾

პროცედურა

150₾

 

ოსტეოპათიური მკურნალობა