1550 - ლაზერული ფრაქციული ზემოქმედების დროს კანში სხივთან კონტაქტის ადგილას ქსოვილი იღებს მიკროდაზიანებას კოაგულაციის (მოწვის) სახით. სწორედ ამის შედეგად, კანის მთელ ზედაპირზე აქტიურდება ბუნებრივი რეგენერაციის პროცესები: ეპიდერმისის დაზიანებული კოაგულაციური სვეტების გარშემო უჯრედებში უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. საბოლოო ჯამში, ზუსტად ამ პროცესებს უკავშირდება ლიფტინგის ეფექტი და კანის ზოგადი გაახალგაზრდავება.
პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 30 წუთია, შესაბამისად მარტივად მოარგებთ თქვენს გადატვირთულ გრაფიკს. რა თქმა უნდა, ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტული ზონის ფართობზეც.
პროცედურის დროს იგრძნობთ მსუბუქ წვას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარეაბილიტაციო პერიოდი არ არის მწვავე, რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელია გამოვლინდეს დამუშავებულ კანზე სიწითლე, რომელიც სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. უმჯობესია რამდენიმე დღე იხმაროთ მზისგან მაცავი საშუალება და კარგად დაიტენიანოთ კანი.
რაც შეეხება პროცედურის სიხშირეს, საუკეთესო შედეგისთვის დაგჭირდებათ 3-4 პროცედურა 1 თვის შუალეით.
შედეგად, წარმოიქმნება კოლაგენის ახალი კარკასი, უმჯობესდება კანის ზოგადი მდგომარეობა, ვიწროვდება ფორები, მცირდება ნაოჭების სიღრმე და პიგმენტაციის ინტენსივობა.
პროცედურის დასახელება |
|
|
• |
Frax -ის აპლიკატორის გამოყFractional non-ablative rejuvenation of the décolleté areaენება კანის სტრუქტურის აღდგენა და გაახალგაზრდავება, ნაოჭების გასწორება, ელასტოზის (სიმშრალე, ატროფია, გათხელება, პიგმენტაცია) მკურნალობა სახის ზონა |
550₾ |
• |
ფრაქციული არააბლაციური გაახალგაზრდავება ყელის ზონა |
300₾ |
• |
ფრაქციული არააბლაციური გაახალგაზრდავება დეკოლტეს ზონა |
300₾ |
• |
ფრაქციული არააბლაციური გაახალგაზრდავება სახე + ყელი + დეკოლტეს ზონები |
1000₾ |